ამ წუთებში ქალაქო ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ნატახტარის" მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურთან, მიწა ჩაიქცა და ახალი გაკეთებული ტროტუარი ჩაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ორზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ ტერიტორიაზე, სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა ტროტუარების მოწესრიგების პროექტი.
ადგილზე იმყოფებიან ქალაქ ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მერიის სხვა მაღალჩინოსნები.
ქალაქ ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსის შუქრი გაბრიჩიძის თქმით, ჯერჯერობით მიწის ჩაქცევის მიზეზები დაუდგენელია.
„ახლა მივდივართ სამსახურში, მოვიძიებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას და მასალას თუ რა უნდა ყოფილიყო აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზი. ქალაქის მერიამ აღნიშნულ პროექტზე გამოაცხადა ტენდერი და კონკრეტულმა ფირმამ სამუშაოები შეასრულა. გავარკვევთ ყველაფერს და კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებთ“, _ განაცხადა გაბრიჩიძემ.