ვერძი
ვერძების უმრავლესობას ავადმყოფობისთვის უბრალოდ არ სცალია. შესაბამისად ამ ხალხს იშვიათად ემართება რაიმე ქრონიკული დაავადება. ისინი უფრო მოტეხილობებისკენ ან ჭრილობებისკენ არიან მიდრეკილი.
კურო
კუროს სისუსტე ყელი და ლიმფური ჯირყვლებია. ბევრი კურო, ნერვიულობის ნიადაგზეც კი იტანჯება სახმო იოგების დაზიანებით
ტყუპები
ტყუპების პრობლემა სასუნთქი გზებია. ეს ადამიანები ხშირად ავადდებიან სხვადასხვა სახის ვირუსები, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
კირჩხიბი
კირჩხიბებს კუჭი აქვთ სუსტი. ამიტომ კვების რაციონს დიდი მნიშვნელობა უნდა მაიქციონ.
ლომი
ლომების მთავარი პრობლემაა გული და სისხლძარღვები. ბევრი ლომი დგას გულის დაავადებების საფრთხის ქვეშ, მოწევის ან ხშირი სმის გამოც.
ქალწული
ქალწულის პრობლემა კუჭნაწლავია. გასტრიტი, კოლიტი ამ ადამიანების ხშირი "სტუმარია".
სასწორი
სასწორის სუსტი ორგანოა თირკმელები. შესაბამისად აუცილებელია სასწორმა წონა აკონტროლოს. რათა ამ ორგანოს გამართულ მუშაობას არ შეეშალოს ხელი.
მორიელი
მორიელები ყველაზე ხშირად ვენერიული დაავადებებით იტანჯებიან. რისი მიზეზიც არცთუ იშვიათადაა მათი გადამეტებული სექსუალური ტემპერამენტი.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ყველაზე ხშირად მოტეხილობებისკენ, ართრიტისკენ და მენისკისკენ არიან მიდრეკილი. ასევე ხშირია მათ შორის საწარმოო და ავარიული ტრამვები.
თხის რქა
თხის რქები ყველაზე ხშირად ფულს სტომატოლოგთან ვიზიტზე ხარჯავენ, კბილები თხის რქის სუსტი წერტილია.
მერწყული
მერწყულის პრობლემა სისხლის ცუდი ცირკულაციია. შესაბამისად წნევის ცვალებადობა და ჰიპერტონია ყველაზე ხშირი დაავადებაა მერწყულებში.
თევზები
თევზებს ნერვული სისტემა აქვთ პრობლემატური. ნერვოზი, ვეგეტონერვოზი, სხვადასხვა სახის აკვიატებული შიშები – ეს ყველაფერი ზოდიაქოს ამ ნიშნის "საჩუქარია".