ხალების ზომისა და ადგილმდებარეობის მიხედვით ჩვენს წინაპრებს ადამიანის ხასიათისა და ბედის გამოცნობა შეეძლოთ.
რაც უფრო დიდია ხალი, მით მეტი გავლენა აქვს მას ჩვენს ბედზე. მისი ზომის მიხედვით გვატყდება თავს ან დიდი ტკივილი ან დიდი სიხარული.
სიკეთის მომასწავებელია მრგვალი ხალები, კუთხოვანი ხალები კი ცხოვრებაში ცუდსაც ბევრს შეგახვედრებთ.
შუბლის ცენტრში ხალი იშვიათი საჩუქარია და მისი მფლობელის აქტიურ ხასიათზე მიგვითითებს. ხალი შუბლის მარჯვნივ რომანტიულობას ნიშნავს. ასეთ ადამიანებს ძალიან უმართლებთ ქორწინებაშიც და ყველა საქმე წარმატებულად გამოსდით. ხალი მარჯვენა წარბს ზემოთ მხიარული, აქტიური და მამაცი ხასიათის მანიშნებელია.
ცხვირზე ხალის მქონე ადამიანები ყველაზე სანდო და კარგი მეგობრები არიან. მიდრეკილება აქვთ სპირტიანი სასმელის მიმართ.
ხალი ნებისმიერი თვალის კუთხეში ძლიერ ხასიათზე მიგვითითებს. ვისაც ლოყაზე აქვს ხალი, ყოველთვის კეთილი და მშვიდი ხასიათისაა.
ტუჩზე ხალიანები მგრძნობიარე და ფუფუნების მოყვარული არიან. ყურზე ხალიანები კი ყოველთვის სამეგობროს სული და გული არიან, უდარდელი და ყველაზე მხიარულები.