ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციის დადასტურებად მიიჩნევს.
როგორც კურიერის პირდაპირ ეთერში კობახიძემ განმარტა, მათ პარტიაში ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ და იმ გეგმების შესახებ, რომელიც იგეგმებოდა ენმ-ის ოფისში.
„ეს ინფორმაცია ჟონავდა ნაცმოძრაობის ოფისებიდან, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ნაცებს არა აქვთ ამ გეგმების აღსრულების რესურსი. ეს შპანა, მარგინალი პოლიტიკოსების ერთობლიობა, სამწუხაროა, რომ მართავდა ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში და ეს შპანა დღემდე სარგებლობს წამყვანი ოპოზიციური პარტიის სტატუსით და ეს უნდა დასრულდეს 8 ოქტომბერს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.