“ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ბანკისგან სესხი 2016 წლის 14 სექტემბერს ერთი მილიონი ისესხა, რომლის ჩასესხებასაც არჩევნების დამთავრების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით დაფარავს.
სესხის უზრუნველყოფად კი საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლის პირველი ნაწილია მითითებული. ამ მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.
რისთვის აიღო სესხი “ქართულმა ოცნებამ” “ქართუ ბანისგან” ვალი უცნობია.