ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში არჩევნებმა სტარტი, წესისამებრ, დილის რვა საათზე აიღო, რა დროისთვისაც პირველი ამომრჩეველი უკვე იმყოფებოდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა კილაძის ინფორმაციით, ყველა უბანი შესაბამისი პროცედურების დაცვით დილის რვა საათისთვის გაიხსნა და აღნიშნულ ოლქში პირველად ამომრჩეველმა ხმა ნასაკირალის, აცანისა და ჩოლობარგის საარჩევნო უბნებზე მისცა.
ამ დროისთვის საარჩევნო უბნები მშვიდ გარემოში აგრძელებენ მუშაობას. ზოგ უბანზე ამომრჩეველთა რიგიც კი დგას.