საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. პრემიერი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას,კეთილდღეობას თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები, გააკეთებენ არჩევანს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის,"- განაცხადა კვირიკაშვილმა