„ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის დავით მჟავანაძის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში #26-ე საარჩევნო უბანზე სოფლის დეპუტატი იმყოფება და შიგნიდან აკვირდება საარჩევნო პროცესს, რაც მისი თქმით, დარღვევაა.
მჟავანაძის ინფორმაციითვე, 55-ე უბანზე ერთ-ერთ მედიასაშუალებას არ მისცეს ფოტო-ვიდეოგადაღების საშუალება.
"მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს", _ აცხადებს მჟავანაძე.































































