ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან საჯარო მოხელეები და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ოპოზიციის მტკიცებით, ისინი ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს მოუწოდებენ, რომ ხმა "ქართულ ოცნებას" მისცენ, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები.
კითხვაზე, რატომ დგანან საარჩევნო უბნებთან, ყველას იდენტური პასუხი აქვს: "აქ ვინმეს კი არ ვდარაჯობთ, ხმა მივეცით და გავჩერდით, უკვე მივდივართ".
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული რამდენიმე პირი დამკვირვებლის სტატუსითაც სარგებლობს, ოღონდ არა პარტიის, არამედ, არასამთავრობო ორგანიზაციის.