„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა დავით ჯანდიერმა. ჯანდიერის განცხადებით, სენაკის ოლქში მეორე უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ დაკარგულია პროპორციული ბიულეტენები:
„სენაკის ოლქში მეორე უბანზე, გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ დაკარგულია პროპორციული ბიულეტენები, ეს არ არის პირველი შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში სხვა მისამართზე რეგისტრირებული ამომრჩევლები მანქანით მიჰყავთ ბაზალეთზე ხმის მისაცემად, ვანში, მთის ძირის 23-ე საარჩევნო უბანზე, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების“ წარმომადგენელმა დააფიქსირა დამკვირვებელი, რომელსაც თან ჰქონდა ცარიელი ბიულეტენები. ამჟამად საჩივრის დაწერა მიმდინარეობს. გადასატანი ყუთის სიაში დიდუბეში აღნიშნული მისამართი არ ემთხვევა კედლის სიის მისამართს, არ წერია პირადი ნომრები გადასატან სიაში“, _ განაცხადა დავით ჯანდიერმა.