ქუთაისის 48.59-ე ოლქის 120-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლევან ლალიაშვილის ინფორმაციით კი, 19:30 საათის მონაცემებით, უბანზე რეგისტრირებული 1380 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 618-მა ადამიანმა დააფიქსირა.
როგორც ლალიაშვილმა "გურია ნიუსს" განუცხადა, უბანზე სიმშვიდეა.
"არანაირ დარღვევას და ექსცესს ადგილი არ ჰქონია. არ დაწერილა არცერთი საჩივარი. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს", _ აღნიშნავს ლალიაშვილი.
რაც შეეხება ქუთაისში არსებულ ზოგად სიტუაციას, როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა, 17:00 საათის მონაცემებით, დაწერილია 24 საჩივარი.
მისივე ინფორმაციით, ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევებს შეეხება და არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
ხოლო ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მონაცემებით 34,08%-ია.
"სულ რეგისტრირებულია 161 709 ამომრჩეველი, აქედან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 55 117-მა ადამიანმა", _ აღნიშნა ოსეფაიშვილმა.