ლანჩხუთის 37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იმყოფებიან. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია ერთ-ერთი მათგანი, ბიზნესმენი გელა ფირცხალაიშვილია, რომელიც ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელს ეკითხებოდა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენდა.
ფირცხალაიშვილმა ჩვენს კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფებოდა, თითქმის, 20 წუთის განმავლობაში საარჩევნო უბანზე და რატომ ეკითხებოდა ნაკადის მომწესრიგებელს დამკვირვებელთა და ამომრჩეველთა ვინაობას, უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჩვენ არაფერი გვეკითხებოდა და თავად მეგობართან საუბრით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უბნის გარეთ საჯარო მოხელეების დიდი ნაკადია მობილიზებული, რამდენიმე მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, შესვლას მაინც ახერხებს. მათ შორისაა ნუგზარ ცინცაძე, რომელიც უბანზე მისულ ამომრჩეველს კარებამდე მიჰყვება და შემდეგ ხმის მიცემის პროცედურას კარებიდან აკვირდება, თუმცა, არც მათ და არც სხვა პირებს, რომლებიც კანონს არღვევენ, კომისიის წევრები შენიშვნას არ აძლევენ. როგორც გვითხრეს, ფაქტს, რომელიც "გურია ნიუსის კამერამ დააფიქსირა, ისინი ვერ ხედავენ.