მან ხელისუფლების მიერ “გლობალ ტვ-ის” წინააღმდეგ განხორციელებულ ქმდებებზე ისაუბრა, რითაც ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს აუკრძალა ინფორმაციის მიღება.
“საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, საქართველოს მოქალაქეების მიერ აკრძალული ტელევიზიების ყურება არ შეიძლება. ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმ სპეცოპერაციისა, რომელიც განხორციელდა გლობალის წინააღმდეგ. საქართველოში არ შეიძლება აკრძალული ტელევიზიების ყურება”- განაცხადა ხიდაშელმა
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ამ განცხადებას დარბაზში ინტერნეტ ტელევიზია აიტვ-ს ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას რეპლიკა მოჰყვა: “ცრუ ინფორმაციას ამბობთ,” გადაწყვეტილებაში წერია ანტენების უსასყიდლოდ…”
ჟურნალისტის ამ განცხადებას ხიდაშელის მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა: “აბა მითხარით, სწორი ინფორმაცია რომელია. სასამართლო გადსწყვეტილება გაქვთ ნანახი? იქ წერია სადმე, ანტენების უსასყიდლოდ დარიგება არ შეიძლებაო?! სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასეთი რამე წერია?! გეკითხებით, ხომ შემაწყვეტინეთ? არ მაცლით, რომ დავამთავრო განცხადება. მიპასუხეთ, სასამართლო გადაწყვეტილებაში სად წერია…
ჟურნალისტმა კოალიციის წევრს განუმარტა: “სასამართლო გადაწყვეტილება წაკითხული მაქვს, სადაც წერია: “ანტენების დარიგება უსაყიდლოდ”… ამის გამო მოხდა დალუქვა. თქვენ გვეუბნებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მე-9 არხის ყურება არ შეიძლება.”
ამის შემდეგ, ხიდაშელმა ბრიფინგზე განმარტება გააკეთა, რისი ყურება შეიძლება და რა არის აკრძალული საქართველოს მოსახლეობისთვის.
“საქართველოში აკრძალულია “მე-9 არხის” და “მაესტროს” ყურება! სასამართლოს გადაწყვეტილებაში იცი რა წერია, ჩემო ძვირფასო?! კარგია, რომ წერა კითხვა შეგვეძლოს და მერე წაკითხულის შინაარსის მოყოლა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: “იმით რომ “გლობალ ტვ-მ” მოსახლეობას მისცა ტელევიზიების ყურების საშუალება და დაუყენა ანტენები, პოლიტიკურმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მიიღო უკანონო შემოწირულობა “გლობალ ტვ”-ისგან. ასე წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში. შეგიძლიათ, ამის შინაარსი მომიყვეთ ახლა რას ნიშნავს?! ეს იმას ნიშნავს, რომ ანტენების დარიგებით საქართველოს მოსახლეობისთვის რეგიონებში, უკანონო შემოწირულობა მიიღო კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”. ამით, საქართველოს ხელისუფლებამ თქვა რომ “მაესტროს” და “მე-9 არხის” ყურება არ შეიძლებაო. ეს იმიტომ, რომ “რუსთავი 2-ს” და “იმედს” ისედაც უყურებდა საქართველოს ხელისუფლება. განსხვავება რა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ? “მაესტროს” და მე-9 არხის ყურება ყოფილა უკანონო შემოწირულობა კოალიცია “ქართული ოცნებისთვის”.
უსასყიდლოდ ანტენების დაყენება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რისთვისაც ის 107 ათასი ადამიანი, რომელმაც უსასყიდლოდ მიიღო ეს ანტენა უნდა გაასამართლოს სისხლის სამართლის წესით. ამის ლეგიტიმაცია და თავი ხელისუფლებას არ აქვს. ამიტომ ჩავარდა ასეთ აბსურდში.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ მოსახლეობის მიერ ანტენების საშუალებით მიღებული ინფორმაცია, ეს არის შემოწირულობა უკანონოდ განხორციელებული კოალიცია “ქართული ოცნებისთვის”.
აიტვის ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ სცადა ხიდაშელს შეპასუხებოდა, რასაც რესპუბლიკელების მხრიდან კატეგორიული განცხადება მოჰყვა: “თქვენ არ ხართ ქვეყანაში სამართალი. ჩემთან ხართ ბრიფინგზე. მოგისმინეთ და გიპასუხეთ. დეზინფორმაციის საშუალებას ამ ოთახში არ მოგცემთ. ახლა დაგატოვებინეთ ბრიფინგს. იმიტომ რომ, უკვე უზრდელობაში გადადიხართ!
მე ნებისმიერ კითხვაზე ვპასუხობ, მაგრამ აქ ჩვენ არ გვაქვს დებატები. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ. დაგატოვებინებთ პრესკონფერენციას უზრდელობისთვის. კითხვაზე გიპასუხეთ და ერთი და იგივეს ნუ იმეორებთ თუთიყუშივით. გავიგე!”
_ მე დაზუსტება გთხოვეთ ინფორმაციის. რომელიც არასწორი იყო (“აიტვ”)
_ თქვენ არ ხართ ამ ქვეყანაში სამართალი. მე ვარ თქვენი რესპოდენტი, გაგეცით კითხვაზე პასუხი! დავასრულეთ!
ხიდაშელისა და აიტვ-ს ჟურნალისტის დებატებში ჟურნალ “ნაკვალევის” ჟურნალისტი ჩაერთო და განაცხადა: “ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, მივიღოთ ინფორმაცია, ამის წართმევის უფლება არ აქვს ხელისუფლებას!”
“არ თვლის ეს გოგონა, რომ ხელისუფლება ამას გვართმევს. შსს-ს თანამშრომლებს ეს პრობლემა არ აქვთ. ამიტომ ნუ გაცემთ პასუხს, მე მკითხეთ, თუ გინდა. ისე, სხვათაშორის, თქვენ მინდა გაგცეთ პასუხი. იმ ლოგიკით, რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა სასამრთლომ, წესით რუსთავი-2-ს და “იმედს” ანალოგიური პრობლემა უნდა შეუქმნას. ნათესაური კავშირი სახეზეა. “კურიერი” და “ქრონიკა” მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება _ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას “- განცხადა თინათინ ხიდაშელმა.