ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში ვანისა და ზომლეთის საარჩევნო უბნები დამოუკიდებელმა კანდიდატმა აკაკი ჩხაიძემ მოიგო.
ჩხაიძემ "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო წილოსანი ზემო და ქვემო აკეთშიც დაამარცხა.
წინასწარი მონაცემებით ჩოხატაურსა და ლანჩხუთში მეორე ტური უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ნინო წილოსანი და აკაკი ჩხაიძე დაუპირისპირდებიან.