სურების ხეობა, რომელიც სამ სოფელს _ დიდივანს, შუა და ზემო სურებს აერთიანებს "ქართული ოცნების" კანდიდატმა ნინო წილოსანმა მოიგო. წილოსანმა ასევე გამარჯვებას მიაღწია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში და შუა ფარცხმაში.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, წინასწარი მონაცემებით მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ნინო წილოსანი და დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე დაუპირისპირდებიან.
ამ დროის მონაცემებით ჩხაიძე რამდენიმე სოფელს იგებს.