ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 110 საჩივარია შესული.
ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი საარჩევნო უბნებში აღმოიფხვრა.
„ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ასევე, რამდენიმე საჩივარი ხმის მიცემის პროცედურებს შეეხება. საოლქო-საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, _ განაცხადა ანა მიქელაძემ.