რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში, კერძოდ ავანგარდის დასახლებაში ერთ ერთ საარჩევნო უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იბერიისა“ და „GDS“ გადამღებ ჯგუფებს.
დაზიანებულია ორივე ტელეკომპანიის კუთვნილი კამერა _ აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი ავრცელებს.
მათივე თქმით უცნობია შემთხვევაში მონაწილე პირების ვინაობა და ინციდენტის მოტივი.
"მედიის პროფესიული კავშირიგმობს მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას და თხოვნით მიმართავს ძალოვან უწყებებს დროულად მოხდეს ფაქტზე რეაგირება.
აქვე მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ მედიაში დასაქმებულებს და მათ თავისუფლად მუშაობის საშუალება არ შეუზღუდონ!" _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.