https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ნანული ორაგველიძე

12:10; 9.10.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვფიქრობ, ერთი კვირა მცირე დროა  დეპუტატის მოღვაწეობის ანალიზისთვის.  შევეცდები, მოკლედ მაინც გადმოვცე ის სამუშაოები, რომლებიც ჩემ მიერ ყოველდღიურად მიმდინარეობს და ის ინიციატივები, რომელთა გადაწყვეტას შევეჭიდე  და ასევე პარალელურ რეჟიმში, ყოველდღიურად  ვაგრძელებ.

ორშაბათი, 12 სექტემბერი

ჩემი სამუშაო კვირა ორშაბათს იუსტიციის სახლში ვიზიტით დაიწყო. Eეს დაკავშირებული იყო მიწის უფასო რეგისტრაციის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებასთან. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს ქ. ოზურგეთის ზოგიერთი უბნის _ ექადია-ანასეულის ამომრჩევლებმა მთხოვეს  კონსულტაცია გამეწია მათთვის კერძო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების ამა თუ იმ მიზნით გამოყენების მიზანშეწონილობის გარკვევასა და კოოპერატივის შექმნაში. როგორც მეცნიერს, მიმაჩნია, რომ ჩაის კულტურას ალტერნატივა არა აქვს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში და მათ შორის, გურიაში, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მოსახლეობის დაინტერესებას დაემთხვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომართვა მუნიციპალიტეტებისადმი, აღეწერათ კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციები. გამგეობის ეკონომიკური სამსახურის  თხოვნით მე მოვახდინე ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჩაის პლანტაციების რაოდენობისა და მდგომარეობის აღწერა. აღნიშნული საკითხის შესწავლისას, დახმარებას მიწევდა რამდენიმე ამომრჩეველი, მათ შორის, ექადიის ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ნ. თავაძე, ანასეულის ამომრჩეველი ლ. სურგულაძე. პროგრამა "ქართული ჩაის" გამოცხადებამ მოსახლეობა კიდევ მეტად დააინტერესა კოოპერატივის შექმნაში, მაგრამ  მათ უმრავლესობას დარეგისტრირებული არ აქვს ჩაის პლანტაციები დ ამას ვერ ახერხებდნენ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც ცნობილია, უკანასკნელ პერიოდამდე ქვეყანაში დარეგისტრირებულია არსებული ტერიტორიების მხოლოდ 25%. აღნიშნულიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოაცხადა მიწის უფასო რეგისტრაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ნელა მიმდინარეობს (ძალაში შევიდა 1 აგვისტოდან). ამასთანავე,  მას არ მოჰყვა აზომვითი ნახაზების უფასოდ შესრულება, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიწის რეგისტრაციის დროს ასევე პრობლემად იქცა.  მოსახლეობა ელოდებოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ დაანონსებული აზომვითი ნახაზების უფასოდ შესრულებას. სწორედ ამ საკითხის გარკვევის მიზნით შესრულდა ჩემი მორიგი ვიზიტი იუსტიციის სახლში. როგორც იუსტიციის სახლის დირექტორთან ბატონ ი. მენაბდესთან გაირკვა,  ერთ-ერთ სერტიფიცირებულ შპს "გეოპროექტს" უკვე დაერთო ნება შეასრულოს პლანტაციების აზომვითი ნახაზები (ღირებულება 1,5 ჰა-მდე _ 80 ლარი).  რომლის საფასურს აუნაზღაურებს სახელმწიფო.

დავუკავშირდი შპს "გეოპროექტის" დირექტორს, ბატონ მ. სალუქვაძეს და მასთან შევათანხმე ექადია-ანასეულის ტერიტორიაზე აზომვითი ნახაზების შესრულება. ბატონმა მ. სალუქვაძემ გამოთქვა მზადყოფნა,  აღნიშნული სამუშაო შეასრულოს მომავალი კვირიდან, რისთვისაც საჭირო იქნება მოსახლეობის ინფორმირება. პლანტაციის მფლობელებს უნდა გააჩნდეთ მიღება-ჩაბარების აქტი. ვუკავშირდები პიროვნებებს, რომლებიც მოიაზრებიან კოოპერატივის დირექტორების თანამდებობაზე. გარკვეული დაბრკოლებების გამო, მათ ეს ამჟამად არ შეუძლიათ. პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას მოსახლეობას ვაცნობო მომავალ კვირაში მათი პლანტაციების აზომვითი ნახაზების შესრულების შესახებ. ამას  ვიწყებ სატელეფონო კავშირის გამოყენებით, რომელიც გაგრძელდება კვირის განმავლობაში ძირითადად, საღამოს საათებში და დასვენების დღეებში. საჭირო იქნება აგრეთვე ცალკეულ ამომრჩეველთან ვიზიტი, რომლებიც ითხოვენ მეტ ინფორმაციას კოოპერატივის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოს დაწყებისას, ჩვენ ჩავატარეთ დაინტერესებული ამომრჩევლისა და მოსახლეობის შეკრება, სადაც, ჩემთან ერთად, საჭირო ინფორმაცია კოოპერატივის  შესახებ მიაწოდა და კითხვებზე პასუხი გასცეს გამგეობის ეკონომიკური სამსახურის პასუხისმგებელმა პირებმა, ქალაქის საკრებულოს  და მერიის სპეციალისტებმა.

ვეცნობი პრესასა და ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ სიახლეებსა და ინფორმაციას. გაურკვეველია და ვფიქრობ, რეაგირებას ითხოვს "გურიის მოამბეში" და მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია: "ივანიშვილმა ოზურგეთიდან გარდაცვლილ ბენდუქიძესაც შეუტია".  სტატიაში ბევრი უზუსტობაა, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და საზოგადოება. ცნობილია, რომ  ქ. ოზურგეთის და გურიის რეგიონის ხელმძღვანელობამ,  სააკაშვილის მთავრობის შემდეგ, მემკვიდრეობით  მიიღო განადგურებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული საწარმოები და ფაბრიკა-ქარხნები, განადგურებული მუნიციპალური სამედიცინო დაწესებულებები. ასეთივე მდგომარეობაშია ანასეულში მდებარე ერთ დროს მსოფლიოში ცნობილი ინსტიტუტი, საცდელი ბაზები, ფილიალები, ექსპერიმენტული და საცდელი მეურნეობა. მიგვაჩნია, რომ ამჟამად ჩაის დარგის რეაბილიტაციის პარალელურად, აუცილებელია სუბტროპიკული მემცენარეობის მიმართულებით კვლევითი მუშაობის აღდგენა-გაფართოება. ინსტიტუტის რეაბილიტაციის, მეცნიერების ჩართულობისა და კვლევების გარეშე შეუძლებელია დარგის ეფექტური და სწორი მიმართულებით რეაბილიტაცია. აღნიშნული საკითხი მეცნიერთა მომართვის საფუძველზე, როგორც ცნობილია, განიხილა საკრებულომ და მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც გაეგზავნა მთავრობის წევრებს. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეაბილიტაციის საკითხზე რეაგირება ეთხოვა  პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ეს საკითხი ექსპრემიერ ბატონი ივანიშვილის წინაშე წამოსწია ქალაქის მერმა ბატონმა ბ. სიორიძემ. ამჟამად ჩვენ ვართ  მოლოდინის რეჟიმში  და ველოდებით პრობლემის განხილვას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის განხილვა ითხოვს ცვლილებებს საკანონმდებლო დონეზე. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მეცნიერების მოწყობის  რომელი მოდელის გახორციელება სურს და განიხილოს შესაბამისი კონცეფცია. ცნობილია,  რომ ერთ-ერთი ასეთი კონცეფცია დევს პარლამენტში, მაგრამ რატომღაც ის არ არის განხილული. ამიტომაა, რომ ამა თუ იმ სამინისტროს მიერ ძნელდება ცალკეული რგოლის მოგვარება, როგორიცაა მაგალითად ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და მისი სტატუსის შეცვლა.

სამშაბათი, 13 სექტემბერი

დეპუტატის ერთ-ერთი მოვალეობაა ამომრჩეველთა სოციალური საკითხების გაცნობა და მათ მომართვაზე რეაგირება პირადად ან მერიის სათანადო სამსახურის მეშვეობით.  რა თქმა უნდა, სოციალური დახმარება ადამიანის ცხოვრებას ვერ ცვლის, მაგრამ ეკონომიკური განვითარების ასეთ დონეზე, როგორიც ქვეყანაშია, ეს აუცილებელია.

ქ. ოზურგეთის საკრებულოში დეპუტატის რანგში მოვედი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების შესრულება მიხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუტში ჩვენს ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ. ამიტომ, კარგად ვიცნობდი სამეცნიერო საზოგადოებას, მეცნიერთა ოჯახების, მათი ახლობლების თუ მეგობრების პრობლემებს. ბოლო ათწლეულებში მთლიანად საზოგადოებაში, მათ შორის მეცნიერებაში, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურმა სიდუხჭირემ დაისადგურა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა განსაკუთრებით კარგად ჩანს დეპუტატის თვალთახედვიდან. ამიტომ, განსაკუთრებულ რეაგირებას ვახდენ და ჩემს ძალას, დროს და ენერგიას არ ვიშურებ, როცა შეჭირვებული ადამიანები და ამომრჩევლები მომმართავენ ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა მიღების დღედ დაწესებული მაქვს კვირის ოთხშაბათი.

დახმარებისათვის მომმართა რამდენიმე ამომრჩეველმა, მათ შორის: სალუქვაძე ლამარამ, კოსტავას ქ. 116. სანაპიროს მცხოვრებლების სახელით ითხოვს სანაპიროს ჯებირის გაკეთების დაჩქარებას. არის პენსიონერი და ასევე  ითხოვს ერთჯერად დახმარებას; მექვაბიშვილი ლამარა, მე-2 ჯგუფის შშმ პირი; ლატაური დალი, ითხოვს შვილის, მე-2 ჯგუფის შშმ პირის მკურნალობის საფასურის ანაზღაურებას და ერთჯერად დახმარებას.  აღნიშნული საკითხები გარკვეული იქნა მერიის შესაბამის სამსახურებთან მათი მოგვარების მიმართულებით და ინფორმაცია მიეწოდა მათ ავტორებს. მომდევნო პერიოდში ეს საკითხები ჩემი ყურადღების ცენტრში იქნება და ყურადღებას მივაქცევ მათ დადებითად გადაწყვეტას.

წინა თვეში ფრაქციის სხდომაზე – "ოზურგეთი ჩემი ქალაქია", რომლის თავმჯდომარე მე გახლავართ, ჩემი ინიციატივით განხილული იქნა საკითხი ოზურგეთის კოლეჯის "ჰორიზონტის" ბაზაზე პროფესიული განათლების  გაფართოების მიზნით. ამ საკითხის საკრებულოს ბიუროზე და საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარის ბატონი გელა კობალაძის წინადადებით შევხვდი კოლეჯის დირექტორს ქალბატონ ნ. ჯოლიას, რომელიც მიესალმა ჩვენს წინადადებას. საყურადღებოა, რომ პროფესიული განათლება ამჟამად აქტუალურია ქვეყანაში. ამის შესახებ ისაუბრა განათლებისა  და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ა. ჯეჯელავამ. აღნიშნულ საკითხზე მორიგი შეხვედრის მიზნით ქალბატონ ნ. ჯოლიასთან შევათანხმე მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს.

პარალელურად, ვაგრძელებ არსებული საკანონმდებლო ბაზის გაცნობას პროფესიული სწავლების შესახებ.

ოთხშაბათი, 14 სექტემბერი

მოქალაქეთა მიღების დღე. მომმართა რამდენიმე ამომრჩეველმა: ნ. სურგულაძე, ეკონომიურად შეჭირვებული, უმუშევარი, ჰყავს უმუშევარი მეუღლე და შვილი, ითხოვს ერთჯერად დახმარებას; საჭიროა აღნიშნული საკითხი  გაირკვეს მერიის შესაბამის სამსახურში, რამდენადაც ის არ შეესაბამება პროგრამული დაფინანსების ვარიანტებს. შევეცდები, გაკეთდეს შესაძლებლობის მაქსიმუმი დახმარების აღმოსაჩენად; ლ. სურგულაძე, ითხოვს დახმარებას პირველი ჯგუფის შშმ პირი შვილიშვილისთვის. საბუთები არასრულად აქვს წარმოდგენილი. საჭირო საბუთების წარმოდგენის შემდეგ მას დახმარება მიეცემა, რომელიც ბიუჯეტში გაწერილია პროგრამულად; ნინუა თ. ითხოვს ბინის გარემონტებას და საბოლოოდ გაფორმებას. იგი რამდენიმე წელია შეკედლებულია საცხოვრებლად სხვასთან. არ აქვს დამოუკიდებელი საცხოვრებელი. ერთოთახიანი ბინის გამოყოფის შესახებ მომართა ქალაქის მერიას ორი თვის უკან. მას ყურადღებით მოუსმინა ვიცე-მერმა ბატონმა ა. ბურჭულაძემ და შეპირდა დახმარება. როგორც აღმოჩნდა, მისთვის შეპირებული ბინა გასარემონტებელია, რომლის საშუალება მას არ გააჩნია. გვთხოვა ბინის დათვალიერება. მერიის სამსახურმა ეს ვერ მოახერხა. ჩემს მიერ  დადასტურებულია ბინის გარემონტების აუცილებლობა. მერიის სოციალური სამსახური შეპირდა ქ-ნ თ. ნინუას ბინის გარემონტებას  და მის გაფორმებას. აღნიშნულის შესრულება ჩემს მიერ აყვანილია კონტროლზე.

ჩანიშნულია საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა, რომლის წევრი ვარ (თავმჯდომარე _ მ. მახარობლიძე). როგორც გაირკვა, კომისიის სხდომა გადაიდო.

ხუთშაბათი, 15 სექტემბერი

ვიზიტი კოლეჯში. საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, სამწუხაროდ, მხოლოდ ხელობის შესწავლის საშუალებას  იძლევა. ეს კანონი შემუშავდა (უფრო სწორად, მასში ცვლილებები შევიდა) მ. სააკაშვილის მიერ 1907 წელს და შემდეგ ის არ შეცვლილა. ამდენად, ოზურგეთის კოლეჯი "ჰორიზონტის" გაფართოება შესაძლებელია მხოლოდ სახელოვნო ფაკულტეტების გაფართოებით, რომელიც ითვალისწინებს ორ და სამსაფეხურიან სწავლებას. ჩვენთვის საინტერესო აგრონომიული და ტექნოლოგიური მიმართულების პროფესიული განათლების ფაკულტეტები საჭიროებენ გახანგრძლივებულ სწავლებას ორი, სამი წლით და შეესაბამებიან მე-4 და მე-5 საფეხურს. აღნიშნულის განხორციელება ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის შესახებ ისაუბრა განათლების და მეცნიერების მინისტრმა. ამდენად, კოლეჯის დირექტორთან ვიზიტის  დროს შევთანხმდით, რომ პროფესიული მიმართულებების, დარგების და სპეციალობების ჩამონათვალიდან, ჯერჯერობით, შესაძლებელია შევარჩიოთ ისეთი ქვედარგი/სპეციალიზაცია, რომელიც შეესაბამება მესამე საფეხურს. აღნიშნულ საკითხებზე ურთიერთკონსულტაციები გაგრძელდება.

დახმარებისათვის მომმართა რ. დარჩიამ (მცხოვრები ჯორჯიაშვილის ქ 14-ში). მას მეორე ჯგუფის შშმ ქმარი ჰყავს. შემოტანილი აქვს განცხადება, მაგრამ გაირკვა, რომ დახმარების გაცემა დროებით შეჩერებულია და განახლდება ნოემბრიდან.

შშმ პირების დახმარების გაზრდის ინიციატივა წამოყენებული იქნა ჩემ მიერ გასული წლის ბიუჯეტში. პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირების დახმარება ამჟამად შეადგენს 200 ლარს ერთჯერადად, რომელიც გაწერილია პროგრამულად (თუმცა, ჩემი ინიციატივა ითვალისწინებდა ყოველთვიურ დაფინანსებას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა). წინა წელს დახმარება ეძლეოდა მხოლოდ პირველი ჯგუფის შშმ პირებს 150 ლარის ოდენობით. გამომდინარე აღნიშნულიდან, მიმდინარე წელს გაზრდილია მომართვიანობა დახმარების მიზნით

პარასკევი, 16 სექტემბერი

ლ. სურგულაძემ განცხადებით მიმართა ქალაქის მერს პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილიშვილის დახმარებისათვის.

საკრებულოს ბიუროს სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს დღის წესრიგის ამოწურვის შემდეგ, გაგვაცნო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი განცხადება, რომელიც ეხება ქალაქში განთავსებულ ახალ საგზაო ნიშნებს. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ საკრებულომ უნდა გამოსცეს დადგენილება (და არა რეკომენდაცია) საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ. აღნიშნული განცხადების განხილვა დაევალა საკრებულოს იურიდიულ და სივრცითი მოწყობის კომისიებს.

ვამზადებ  ვიზიტს გამგეობაში რაიონისათვის მნიშვნელოვანი პროექტების დანერგვის თაობაზე: 1. ხსნადი ჩაის წარმოება; 2. დაბალკალორიული შაქრის შემცველი მცენარის _ სტევიის მოვლა, მოყვანა, გადამუშავება.  

 შაბათი, 17 სექტემბერი

 გრძელდება ვიზიტი ამომრჩევლებთან, რომელთაც აინტერესებთ კოოპერატივში გაწევრიანება და სურთ გაერკვნენ კოოპერატივის დადებით მხარეებში. ამასთანავე, ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება პლანტაციის მიღება-ჩაბარების აქტის მოძიების შესახებ.

ინსტიტუტიდან გათავისუფლების შემდეგ, სამეცნიერო მუშაობა არ შემიწყვეტია. რამდენიმე საათი ვმუშაობ ლაბორატორიაში ახალი სახის პროდუქციის რეცეპტურის დაზუსტებაზე, რომელიც მომთხოვა "საქპატენტის" ექსპერტმა ჩემ მიერ გაგზავნილი ერთ-ერთი გამოგონების განაცხადზე. პარალელურად, ვასუფთავებ ლაბორატორიას.

კვირა, 18 სექტემბერი

ჩაის პლანტაციების აზომვითი ნახაზების შედგენის მიზნით, ტარდება ამზომველის ვიზიტის დროის დაზუსტება მოსახლეობასთან, რომელიც მათ ეცნობება მომავალ კვირაში.

ვმუშაობ მომავალი წლის ბიუჯეტის ზოგიერთი პრიორიტეტის დაზუსტებაზე. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტში მეტად უნდა იყოს ასახული ეკონომიკური მიმართულების საკითხები ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

არის აგრეთვე პრობლემა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება საკანონმდებლო დონეზე. ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებებისა და მოვალეობების გაზრდა. მაგალითად, მერიას და გამგეობას უნდა ჰქონდეს უფლება გააკონტროლოს კერძო საკუთრება. ხშირია, როცა გაკერძოვების შემდეგ არ ხდება ტერიტორიის, შენობის, და სხვა საკუთრების გამოყენება და ისინი მიტოვებულია წლების განმავლობაში, რაც აუარესებს ქალაქის სახეს, არ ემსახურება სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის განვითარებას; კერძო საწარმოებში არც თუ იშვიათია, როცა ირღვევა დასაქმებულის უფლებები და ა. შ.

მომავალი კვირის ბლოგპოსტს გაუძღვება ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი მედეა მახარობლიძე.

ნანული ორაგველიძე,
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქციის _ "ოზურგეთი ჩემი ქალაქია" თავმჯდომარე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26 დეკემბერი, 2025

"არჩევნები, უმეტესწილად, კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა, არ იყო იდეალური“ – IRI

"ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა" _ ილია მეორე

ყველა სიახლე

მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

9:43; 27.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

9:27; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო