ზუგდიდში სანდრა რულოვსა და ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას შორის მეორე ტური გაიმართება. როგორც ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, ამ დროის მონაცემებით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.
"უნდა შეჯამდეს ხმები, დავარკვიოთ მოსული ამომრჩეველის რაოდენობა, დაითვალოს ყველა სახის შემაჯამებელ ოქმში და მას უნდა გამოვაკლოთ ბათილად ცნობილი ბიულეტენები. ამით უნდა დავითვალოთ აბსოლუტური უმრავლესობა.ხმების დათვლის ამ მონაცემებით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%+1 ხმის დაგროვება", _ ამბობს გურანდა მესხი.