"ნაციონალური მოძრაობა” სამოქმედო გეგმაა, სავარაუდოდ, დღის ბოლოს, მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც რეგიონებიდან ენმ-ს ლიდერები თბილისში ჩავლენ და სამოქმედო გეგმის შესახებ კონსულტაციებს გაივლიან, _ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
"ვალდებული ვართ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში. უმძიმესი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, არჩევნები არის გაყალბებული, სხვადასხვა მეთოდებით, რაც კი არსებობს – გაიტაცეს ყუთები, კომისიის წევრების მოტაცებებით და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, დიდი მადლობა ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც დილამდე არ დატოვეს საარჩევნო უბნები და ამის დამსახურებაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილმა ვერ მოახერხა და უწევს დაწეროს თითქმის 500 ათასი ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის ხმა”, _ განაცხადა ნიკა მელიამ.