ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3667 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,41 %-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,61 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,04 % მიიღო.
უახლესი შედეგებით, „პატრიოტთა ალიანსი“, ბარიერთან ახლოსაა, მას 4,99 % აქვს.
ხმების 4,59 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,12 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“.
ცესკოს მხოლოდ 35 უბნის შედეგები დარჩა დასათვლელი.