ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელიც თბილისის (კრწანისი, ისანი, გლდანი), წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში გაიმართა ”ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს.
ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: კრწანისის მაჟორიტარული ოლქი _ ქეთევან მამულაშვილი (60.73%); ისნის მაჟორიტარული ოლქი _ ზურაბ ქადაგიძე (45.61%); გლდანის მაჟორიტარული ოლქი _ გულია გოცირიძე (51.25%); წალკის მაჟორიტარული ოლქი – დავით კვარაცხელია (100%); ჭიათურის მაჟორიტარული ოლქი _ ვახტანგ ცუცქირიძე (46.74%); აბაშის მაჟორიტარული ოლქი _ იაგო თოდუა (59.1%); ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი _ თამაზ ფაცაცია (43.84%).