ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიო საზოგადოება მსჯელობს ფსიქიატრიულ სფეროში არსებულ წლის ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.
2016 წლის 10 ოქტომბრის თემაა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 10 ოქტომბერს, 16 საათიდან 18 საათამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრების პრეზენტაცია და ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების საჯარო ლექციები.
18 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკიდან რიყემდე მსვლელობა გაიმართება, სადაც გაეშვება ფრანები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალოცია“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება“.