https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მიჯირყვნის მცდელობა“ თუ ნონსენსის გამოსწორება – პრეზიდენტი შესაძლოა ხალხმა აღარ აირჩიოს

14:10; 10.10.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“არასახელმწიფოებრივი განცხადება”, “შურისძება”, პრეზიდენტის მიჯირყვნა”, _ ასეთ შეფასებებს აკეთებენ იურისტები და პოლიტოლოგები “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა ნაწილის მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს და არა ხალხმა.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ არის გარკვეული აცდენა მოქმედი კონსტიტუციით არჩეულ პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და პრეზიდენტის უფლებებს შორის და ეს საკითხი გამოსასწორებელია.

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდეს და ახალი პრეზიდენტი მოქმედმა პარლამენტმა აირჩიოს.

“იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც კონსტიტუციით უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მინიჭებული, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ დემოკრატიებში არსებობს. როდესაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, მეტი უფლებები უნდა მიეცეს პარლამენტს, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის უფლებაც“, _ აცხადებს “ქართული ოცნების” ერთ ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი.

“გვაქვს გარკვეული ნონსენსი, ისინი ერთმანეთთან ლოგიკაში არ ჯდებიან, არ არის ლოგიკური. ყველაზე უფრო დიდი ლეგიტიმაციით არჩეული, როგორც უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკებში, ასეა არჩეული და ამ დროს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია მის უფლებებსა და მოვალეობებში, ასევე გასასწორებელია. თუ ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე,გარკვეული ხაზები უნდა გაივლოს“, _ აღნიშნა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

მმართველი ძალის პოზიციის გასამყარებლად გერმანიის და იტალიის მაგალითები მოჰყავს უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანს.

“საპარლამენტო რესპუბლიკების უმრავლესობაში პრეზიდენტს ირჩევს ან პარლამენტი, ან კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისაგან. მაგალითად, იტალიაში, გერმანიაში და ა.შ.“, _ აცხადებს ჟორჟოლიანი.
ცენტრ “მომავლის ინიციატივების” ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ახალი ინიციატივა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გაკეთებული და “ერთგვარი შურისძიებაა პრეზიდენტზე”.

“გონიერი პოლიტიკოსი იმ შედეგებით, რომელიც სახეზე გვაქვს, მით უმეტეს, რომ ეს ოფიციალურად გაფორმებული კი არ არის, თავს შეიკავებდა ამ ტიპის განცხადებებისგან. იმიტომ, რომ მყიფე დემოკრატიის პირობებში, მმართველობაზე მონოპოლია მრავალმხრივ საფრთხის მატარებელია და მაგთან უმთავრესი ჩაკეტილ ოთახში მიღებული გადაწყვეტილებებია. გონიერი პოლიტიკოსი იტყოდა, რომ კონსტიტუცია, ის წინააღმდეგობები, რაც მასშია, გახდება მსჯელობის საგანი, ხალხს დავეკითხებით და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

იტყოდა, რომ არ მოვიქცევით ისე, როგორც მოიქცა 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, როცა 13 ცვლილება შეიტანეს კონსტიტუციაში. გარდა ამისა, მსგავს განცხადებაზე ლიდერი, კვირიკაშვილი იქნებოდა თუ სხვა გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს არ არის ჩვენი პოზიცია, ხალხს დავეკითხებითო, რაც არ გაუკეთებია.

სამწუხაროდ, ცდუნება იმისა, რომ ასიამოვნოს ყოფილ პრემიერს, სხვისთვის დაესწრო მსგავსი განცხადების გაკეთება, დიდი იყო და დაასწრო კიდეც ვოლსკიმ ყველას. ეს ერთგვარი შურისძიებაა პრეზიდენტზე, მაგრამ იმდენად გულუბრყვილო განცხადებაა, ვერავიზე შურს ვერ იძიებენ ამით. გიორგი მარგველაშვილი რა უფლებამოსილებითაც არის არჩეული, იმით დაამთავრებს თავის საპრეზიდენტო ვადას, მას არაფერი ემუქრება. სამაგიეროდ გააღიზიანებენ ამომრჩეველს და მკაფიო გზავნილებს გააგზავნიან საზღვარგარეთ”, _ აცხადებს ალაფიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას.

ალაფიშვილი ამბობს რომ საკითხი ღია მსჯელობის, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანა რისკის წინაშე აღმოჩნდეს.

“განყენებულად პრეზიდენტის არჩევაზე როცა მსჯელობს ვოლსკი, ის არ უნდა თქვას, როგორ პარლამენტს ტოვებს?  არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, სადაც ერთპალატიანი პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს? მეორე პალატას რას უშვება? თუ ის აღარ უნდა? სწორედ ამაშია მმართველი პოლიტიკური ძალის გამოწვევა – გახსნას  პროცესი და ღიაობით აიცილოს ის რისკები, რომელიც შეიძლება შიგნითვე ჰქონდეს.

თორემ კონსტიტუციაში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, მაგალითად, მთავრობის ფორმირების წესი და პრონციპები,  ჩიხური სიტუაციები, რომელიც კონსტიტუციურ კრიზისამდე  მივყავართ, მაგრამ კრიზისის განმუხტვის საშუალებას არ იძლევა. პრობლემა კონსტიტუციის ერთი ნაწილი კი არ არის, მთლიანად სახელმწიფოს, მისი კონსტიტუციური საფუძვლების ხელახალი გააზრებაა. აქ ვერცერთი პოლიტიკური ძალა, მით უმეტეს ისეთი ახალგაზრდა,  საკმარისი გამოცდილების არმქონე, როგორიც “ქართული ოცნებაა” ვერ იქნება კომპეტენტური და გონივრული, რომ მისი პოზიცია სწორ პოზიციად გამოაცხადოს”, _ აცხადებს ალაფიშვილი.

რაც შეეხება პროცედურებს, როგორ შეიძლება პარლამენტში აღნიშნული საკითხის ინიცირება და გადაწყვეტა მოხდეს, იურისტი განმარტავს:

 “ინიცირებას ახდენს რაღაც ჯგუფი, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას ჯგუფი ახდენს, პარლამენტში შესვლის შემდეგ კი, იქმნება კომისია, რომელმაც საკითხი 6-თვის ვადაში უნდა განიხილოს”, _ აღნიშნავს ალაფიშვილი და პროგნოზირებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს მანამ შეიტანენ, სანამ ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი დადგება.

“თუკი 2017 წელს ეს ცვლილება არ შვა ძალაში, 2018 არჩევნების წელია და ტექნიკურად ვეღარ მოესწრება და მომდევო 5 წელი მოცდა მოუწევთ. ამიტომ წელსვე ეცდებიან პრეზიდენტის ინსტიტუტის პერსონალური მიჯირყვნის კონსტიტუციური ცვლილება მიიღონ.  ჩემი პოზიციაა უფრო ხანგრძლივად ვიფიქროთ ამაზე, რა მოდელი გამოადგება სახელმწიფოს. უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს პროცესში და არა ისე რომ პარლამენტში ერთი ჯგუფი დაჯდეს და ხალხის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება”, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

ალაფიშვილის მსგავსად, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც მიიჩნევს რომ “ქართული ოცნების” ეს ინიციატივა ერთი კონკრეტული პირის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება.

“საფრთხე შეიძლება იყოს ის, რომ მომავალი 4 წელი აბსოლუტური უმრავლესობა ექნება “ქართულ ოცნებას“. საზოგადოებას აზრი რატომღა უნდა ჰკითხონ, როცა ხალხმა მისცა ეს ძალაუფლება მათ. იმ მახინჯი მოდელის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს და მაჟორიტარებს გულისხმობს, ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ხმების ნახევარზე ნაკლები მიიღეს – 49%,  მაინც დიდი უმრავლესობით იქნებიან პარლამენტში. “პატრიოტთა ალიანსის“ 6 წევრის დახმარებით კი, საკონსტიტუციო უმრავლესობაც ექნებათ. ეს იმის ბრალია, რომ მახინჯი სისტემა მოირგეს კარგად, კუდ–იან, სოდ–იანად, რომელსაც სუს–ი დაარქვეს, ახლა გააუქმებენ საპრეზიდენტო არჩევნებსაც, რადგან მარგველაშვილი ბოლომდე მათი გუნდის წევრი არ არის. აქედან გამომდინარე ჩვენ წავალთ კიდევ ერთ წრეზე, როდესაც ერთ კაცს, ივანიშვილს ვგულისხმობ, აბსოლუტური უმრავლესობა ექნება. ეს არის ერთგვარად მარგველაშვილზე შურისძიებაც. ივანიშვილი ამას არც მალავს.  აბა, რას აფუჭებს ეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი ასეთს? მართალია, ცოტა გაურკვეველია ეს ინსტიტუტი, მისი ფუნქციები იმ ცვლილების გამო, რომელიც სააკაშვილმა შეიტანა კონსტიტუციაში, მაგრამ მარგველაშვილმა ამ სამი წლის განმავლობაში პოზიტიური როლი უფრო ითამაშა, ვიდრე ნეგატიური. ამას ყველა აღიარებს“, _ ამბობს შარაშენიძე.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ გია ვოლსკიმ დღეს არა თავისი პირადი, არამედ “ქართული ოცნების” პოზიცია გააჟღერა.

“ვოლსკი დიდი ხანია ამბობს იმას, რასაც უმრავლესობა ფიქრობს. ვიმეორებ, ეს ერთგვარი შურიესძიებაა პრეზიდენტის ინსტიტუტზე“, _ ამბობს  შარაშენიძე.

კიდევ ორი საკითხი, რაც საკონსტიტუციო ცვლილების საგანი გახდება, შარაშენიძის აზრით, პარლამენტის თბილისში დაბრუნება და კონსტიტუციაში ქალის და კაცის ერთობის, როგორც ოჯახის განმარტების ცნების შეტანა იქნება.

“პარლამენტის თბილისში დაბრუნება იქნება უკვე სააკაშვილზე გამარჯვება, რადგან სააკაშვილმა წაიღო პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში. გარდა ამისა, შეიძლება ამით იმედოვნებენ, რომ თბილისელების გულს მოიგებენ. თუმცა, ეს არა მგონია ასე მოხდეს. თბილისელებს მაინცდამაინც არ აინტერესებთ პარლამენტი სად იქნება. ამის კომპლექსი ქუთაისელებს უფრო აქვთ, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდათ.

რაც შეეხება ოჯახის ცნების განმარტების  შეტანას კონსტიტუციაში, ეს უფრო გვიან მოხდება, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, 2020 წლის არჩევნებს რომ დაამთხვიონ. ამით “ოცნება” იმ ამომრჩევლებს მიიყვანს არჩევნებზე, რომლებიც ამას მხარს უჭერენ, ხმასაც ოცნებას მისცემენ და არა “რესპუბლიკელებს“. არის ადამიანების ეს კატეგორიაც ჩვენს ქვეყანაში. ახლა თუ ამ ცვლილებას მიიღებენ, ხალხს დაავიწყდება ეს “დამსახურება“, _ ამბობს შარაშენიძე, თუმცა პროგნოზის გაკეთება, რამდენად ბევრი ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში, უჭირს.

“ეგ ნამდვილად არ ვიცი, ბევრ ცვლილებას შეიტანენ თუ არა. გაგახსენებთ ივანიშვილის ინტერვიუს რადიო “თავისუფლებასთან“, სადაც მან აღნიშნა, რომ ცუდს არაფერს გავაკეთებ, კარგი ადამიანი ვარო. რეალურად, მექანიზმი, რომ ივანიშვილის ძალაუფლება შეაკავოს, არ არსებობს, ამიტომ უნდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ ის “კარგი კაცია” და ცუდს არაფერს გააკეთებს”, _ აღნიშნავს შარაშენიძე

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი; პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.

პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას ან საინიციატივო ჯგუფს. კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%-ზე მეტი. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

ხოლო იმ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელზეც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საუბრობენ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით პარლამენტის მიერ, ან არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება, რომლის მუშაობაში მონაწილეობასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვის აქვთ სიმსუქნისკენ მიდრეკილება

რა სპობს კიბოს უჯრედებს

ყველა სიახლე

სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

15:18; 25.02.2026
სამართალი

გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა

15:05; 25.02.2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში

14:50; 25.02.2026
პოლიტიკა

“ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს, განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე

14:48; 25.02.2026
სამართალი

“ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ნებისმიერ ადამიანს, ვისი მოსაზრებაც შეიძლება ხელისუფლებაში არ მოეწონოთ”

14:25; 25.02.2026
სამართალი

დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

14:17; 25.02.2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

13:17; 25.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25.02.2026
პოლიტიკა

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

11:14; 25.02.2026
სამართალი

ტაქსის მძღოლმა არასრულწლოვანი გააუპატიურა – შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

10:35; 25.02.2026
საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

10:22; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მზრუნველი ადამიანები

10:14; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო