"პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" ინიციატივაზე პროდასავლურ ძალასთან ერთად ახალი ალიანსის შექმნის შესახებ, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კომენტარს აკეთებს. ბერძენიშვილი ამ ეტაპზე ახალი კოალიციის შექმნას არარეალისტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ "რესპუბლიკელებთან" არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
„ჩვენთან არანაირი მოლაპარაკება არც ერთ პარტიას არ ჰქონია, არც ბლოკზე, არც გაერთიანებაზე, არც ერთი პარტიის შექმნაზე. პირადად მაქვს ხედვა, რომ არარეალისტური ლაპარაკი ძალიან ხშირია არჩევნების დამთავრებიდან ახლოს. ჯერ არ დამთავრებულა არჩევნები, მეორე ტურის შედეგებიც უნდა ჩავიბაროთ, რომ დაიწყოს საერთოდ ასეთი ლაპარაკი. არ არის გასაკვირი, იქიდან მოდის ეს საუბარი, სადაც არ არის დიდი გამოცდილება", _აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.