სინაის ნახევარკუნძულის გამშვებ პუნქტზე "ისლამურმა სახელმწიფომ" იერიში მიიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტის ხელისუფლება ამბოხებულებს 2011 წლიდან ებრძვის, თუმცა ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ცენტრალურ ნაწილზე თავდასხმა პირველად მოხდა.
მაუწყებბლის ინფორმაციით, პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ სისი "ისლამურ სახელმწიფოს" ეგვიპტესთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს უწოდებს.