ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა.
საზარელი ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მიმდინარე კვირას მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, საკუთარმა დედამ ახალშობილი ტუალეტში ჩააგდო.
ახალგაზრდა ქალი იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის მკვლელობას გულისხმობს და სამიდან ხუთწლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.