https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„გასაიდუმლოებული არასაიდუმლო დოკუმენტი“ – რა წერია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში

19:10; 17.10.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2016 წლის 2 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა უნდა განსაზღვროს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტი საჯარო იყოს და მის განხილვაში მონაწილება სამოქალაქო სექტორმაც მიიღოს, მათი განცხადებით, ხელისუფლება გახსნის გადაწყვეტილებას არ იღებს.

დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ასოცირების დღის წესრიგის განხილვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვის მიზნით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 

თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, უწყებისგან შეფასებული “აქტიური შეხვერა” “აბსურდული შეხვედრა” უფრო იყო, რადგან სამინისტრომ დოკუმენტი, რომელზეც უნდა ემსჯელათ, მათ არ წარმოუდგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ  ღონისძიების მონაწილეებს დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნეს. იმსჯელეს ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2017-2020წწ) პოლიტიკურ, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

მომდევნო შეხვედრა, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებული სექტორული თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა, 24 ოქტომბერისთვის დაინიშნა.

“შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო სექტორმა წამოადგინა საკუთარი წინადადებები, რომელთა ასახვაც მათი მოსაზრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალ დოკუმენტში. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი რეკომენდაციები, ზოგადად, დღის წესრიგის ტექსტის პროექტში ასახულია და გამოითქვა მზაობა, რომ შეხვედრაზე მათ მიერ დამატებით გაჟღერებული რეკომენდაციები ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს 2017-2020 წწ–სთვის ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორის ღია და აქტიურ ჩართულობას“, _ აცხადებენ სამინისტროში.

შეხვედრაში მონაწილეობა  50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო, თუმცა, როგორც მათი ნაწილი აცხადებს, მსგავსი ფორმატში ამ შეხვედრების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე  ამბობს,  ევროკავშირი დოკუმენტის გახსნის წინააღმდეგი არ არის, თუმცა არგუმენტირებული დასაბუთება, თუ რატომ არ ხსნის საქართველო აღნიშნულ დოკუმენტს, დღეს ვერ მოისმინა.

“მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც 9 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 2016 წლის მარტში მივწერეთ ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს და მის ხელმძღვანელს ფედერიკა მოგერინის. ვიცოდით რა, რომ იწურებოდა არსებული დღის წესრიგი, რომელიც 2014-2016 წლებს ფარავს, კონსულტაციის  პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. გვქონდა წარსულის გამოცდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება  ხელს იშვერდა ევროკავშირისკენ და ამბობდა, რომ ასეთ დოკუმენტებზე წვდომას ვერ გვაძლევდა, რადგან ამის წინააღმდეგი თითქოს ევროკავშირი იყო. მოგერინისგან აპრილში მივიღეთ პასუხი, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას. ამასობაში, ჩვენ მოვამზადეთ ე.წ. ჩრდილოვანი ასოცირების დღის წესრიგი, ის საკითხები, რაც ჩვენი აზრით უნდა ჩასმულიყო ასოცირების დღის წესრიგში. დოკუმენტი გადავუგზავნეთ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ევროკავშირს, ბრიუსელს და მის წევრ ქვეყნებს.

ამის შემდეგ, ივნისში გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, რომელმაც უზრუნველყო თავისი კოლეგების დასწრება შესაბამისი სტრუქტურებიდან და გავაცანით ჩვენი ხედვები. ივლისში კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით დოკუმენტის განხილვაში მიგვეღო მონაწილეობა, ეჩვენებინათ რა საკითხებია შესული ჩვენი რეკომენდაციებიდან, თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში, ხელისუფლების მხრიდან სამი თვის განმავლობაში არანაირი უკუკავშირი ამ მოთხოვნაზე არ ყოფილა.

არაოფიციალურად ვიცით, რომ ევროკავშირი მიესალმება ჩვენთან კონსულტაციებს და არანაირი შეზღუდვა არა აქვთ. ფორმა უნდა განსაზღვროს ხელისუფლებამ გახსნის თუ არა ამ დოკუმენტს. დღეს იყო პირველი შეხვედრა და ჩვენი მოლოდინიც იყო, რომ დოკუმენტს გვაჩვენებდნენ, იმას მაინც, ძირითადი პასაჟები რაც არის. თუმცა, ის ფორმატი, რაც საგარეო  საქმეთა სამინისტრომ შემოგვთავაზა, აბსოლუტურად ფუჭი და აზრსმოკლებულია. რეალურად ისინი არ გვეუბნებოდნენ თემებს. წიგნის სარჩევი რომ წაიკითხო, ამ დონეზე გავჩერდით, სამწუხაროდ. როგორც ჩანს არ არის ერთი ან ორი კაცის პოლიტიკური ნება, რომ ეს დოკუმენტი გახსნან”, _ აღნიშნავს ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, დოკუმენტის გახსნა ხელისუფლებას 2016 წლის 2 დეკემბერს მაინც მოუწევს, როცა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ჩატარდება.

“ეს არ არის არანაირი საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ არ უნდა ვნახოთ. მას გრიფი არ ადევს, თუმცა გაასაიდუმლოეს. ეს არის სამუშაო ვერსია. საბჭომ დოკუმენტი 2 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს, მაგრამ მასში ცვლილებები ამ დრომდე უნდა შევიდეს. შეხვედრა დღეს იყო, წარმოგვიდგინეს ძირითადი საკითხები, მაგრამ არცერთი საკითხის დეტალებში არ შევსულვართ. არადა, ეს დეტალებია მთავარი. შეიძლება ისეთი რამ ჩადონ დოკუმენტში, რომელიც აბსოლუტურად არ გამოხატავდეს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას. “, _ ამბობს ჩხიკვაძე.

“_არც ის ვიცით, ჩვენს მიერ მომზადებული ე.წ. ჩრდილოვანი ასოცირების დღის წესრიგიდან რა საკითხებია შესული ამ დოკუმენტში და გათვალისწინებულია თუ არა რეკომენდაციები. ბოლომდე ვერცერთ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. არც ის ვიცით, საბოლოოდ გახსნიან თუ არა ამ დოკუმენტს. დოკუმენტის დახურვა პროცესს არ წაადგება, რადგან ეს არის დღის წესრიგი, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა 2017-2020 წლებში. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც უნდა მოილაპარაკოს მარტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეპარტამენტებმა, ან 100-მა  ძალიან ჭკვიანმა საჯარო მოხელემ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ეკუთვნის ქვეყანას და მისი განხილვის პროცესში ძალიან დიდი წარმომადგენლობა უნდა იყოს ჩართული რეალური შედეგების მისაღებად. ევროინტერგრაცია არ არის არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც მინისტრის, არც რომელიმე საჯარო მოხელის ექსკლუზიური უფლება”, _ ამბობს ჩხიკვაძე.

შეხვედრის ის ფორმატი, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მიუღებელია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ანა აბაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაარგუმენტირებული უარი უთხრათ დოკუმენტის გახსნაზე, რაც, მისი თქმით, არასერიოზულია.

“ვასუბრობდით ვირტუალურ ფორმატში. ვსვამდით კითხვებს და იმის მიხედვით გვპასუხობდნენ, იყო თუ არა ეს საკითხი შესული დოკუმენტში. ეს საკმაოდ უცნაური და არასერიოზული ფორმატი იყო. არაარგუმენტირებულად გვეთქვა უარი ამ დოკუმენტის გახსნაზე, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც უწყებებიდან იყვნენ წარმოდგენილები, ეტყობოდათ, რომ დოკუმენტის გახსნის წინააღმდეგები არ იყვნენ.

ჩვენ ბავშვთა უფლებების საკითხებს ვამონიტორინგებთ უკვე მეორე წელია. რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ამომწურავად მივაწოდეთ საკითხები, რომელიც ვთვლით რომ ასოცირების დღის წესრიგში უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ საკითხებიდან მხოლოდ ნახევარი გაითვალისწინეს, როგორც გვითხრეს, მაგრამ არის თუ არა  ნამდვილად ეს ასე, არ გვინახავს. როგორც გვეუბნებიან, ჩადებულია დოკუმენტში ბავშვთა მიმართ ძალადობის თემა, იძულებითი შრომის საკითხი, მართლმასჯულების საკითხები და სიღარიბის თემები”, _ ამბობს აბაშიძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანი ის არის, ეს საკითხები როგორ არის დოკუმენტში ჩადებული.

“ზოგადი საკითხის მიღმა, რა კონკრეტული ქვეთავებია გათვალისწინებული. თუ ისე არის ჩადებული როგორც წინა დღის წესრიგში სიღარიბის საკითხის დაძლევა იყო, მაშინ ეს ქვეყანას არანაირად არ წაადგება. მაშინ ჩვენ სახელმწიფომ ბავშვებში სიღარიბის დაძლევისთვის მოედნების გაშენება შემოგვთავაზა. ასეთი აბსურდული რომ არ ყოფილიყო საკითხები, ამიტომ გვინდოდა დოკუმენტის ნახვა. თუ თემა არასწორადაა ჩადებული, ამას მნიშვნელობა ეკარგება, რისი გადამოწმების საშუალებაც არ მოგვეცა.

გვითხრეს, რომ დოკუმენტში არ არის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვთა ფორმალურ განათლებაზე წვდომა, ინკლუზიური განათლების პრობლემები როგორც  სასკოლო, ასევე სკოლამდელი აღზრდის ნაწილში. დიდი ზომის ინსტიტუციების საკითხიც არ აღმოჩნდა დღის წესრიგში პრიორიტეტად, ისევე როგორც, ამ ტიპის დაწესებულებებში საზოგადოებრივი მონიტორინგის თემა; ასევე, ბავშვთა რეაბილიტაციის და აბილიტაციის პროგრამების გაფართოება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შშმ ბავშვებისთვის, ეს უკვე ძალიან ცუდია. გვითხრეს, რომ  ამ საკითხების ჩადებას დღის წესრიგში არა პირებენ, რაზეც ჩვენი მხრიდან  ადეკვატური შეპასუხება იყო. საბოლოოდ კი დაგვთანხმდნენ, რომ კიდევ ერთხელ გადახედავენ და დაფიქრდებიან ამაზე”, _ აღნიშნა აბაშიძემ გურია ნიუსთან” საუბრისას.

“საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარ, შეგვპირდნენ გაგაცნობთ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ახალ დოკუმენტსო. მოვედით და სადაა დოკუმენტი? არაო, არ განახებთო. სარჩევი წაგვიკითხეს და ვიმსჯელოთო. 

 მერე გვქონდა მცდელობა კონკრეტული საკითხები გამოგვეკითხა, არ გამოვიდა. მივიღეთ პასუხი “ეს საკითხი გათვალისწინებულია, ეს საკითხი გათვალისწინებული არ არის”, რას ნიშნავს არის გათვალისწინებული? როგორ არის გათვალისწინებული? რა წერია კონკრეტულად არ ვიცით.
რამოდენიმე დეტალი გავიგეთ, მაგრამ ნეტა არ გამეგო. ასე მაგალითად, ვიკითხე

რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე თუ წერია რამე–თქო. ანტიდსიკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაცია წერიაო და ჩვენ ვცდილობთო (ჩვენ, ანუ საქართველოს ხელისუფლება) ჩავწეროთო “სიძულვილის ენასთან” ბრძოლა. ეს იცით რას ნიშნავს? აი, ადრე გედევანს რომ ჰქონდა ინიციატივა ცენზურა შემოეტანა და სიტყვის თავისფლება შეეზღუდა “სიძულვილის ენის” აკრძალვის სახელით, იმის გაცოცხლებას აპირებენ. თან უნდათ, რომ ევროკავშირისკენ გაიშვირონ ხელი და ასოცირების დღის წესრიგი გვავალებსო ამ რეგულაციასო თქვან.
დოკუმენტზე კონსულტაციები, როდესაც დოკუმენტს არ განახებენ, აბსურდია. ბუნებრივია, ამით არ დავკმაყოფილდებით მესამე სექტორი და ვითხოვთ უფრო შინაარსიან თანამშრომლობას მთავრობასთან. აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირი არ არის წინააღმდეგი დოკუმენტი გაიხსნას, ეს ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა ასეთი”, _ დაწერა შეხვედრის შემდეგ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების შემდეგ, “გურია ნიუსი” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა; უწყებიდან მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის კომენტარი გამოგვიგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ არასამთავრობო სექტორთან დღეს პირველად ვერსიაზე იმსჯელეს და არა უკვე ჩამოყალიბებულ დოკუმენტზე.

“გურია ნიუსი” გიგი გიგიაძის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

“ეს არ არის დოკუმენტის სრული ვერსია; ეს არის პირველადი სამუშაო ვერსია, რომელიც ჯერ ისევ განხილვაშია და მსჯელობა მიმდინარეობს შიდაუწყებრივ დონეზე სამინისტროებში. როგორც კი მოხდება ყველა საკითხის შეთანხმება, მათ შორის სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობით, მათი ინციატივების გათვალისწინებით, ეს დოკუმენტი ღია გახდება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

 ჩვენი სურვილია, ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული იყოს სამოქალაქო საზოგადოება, დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ მომხდარიყო მათი აზრის გაზიარება. გავაგრძელებთ ამ პროცესს; მზად ვართ რომ ინდივიდუალურ რეჟიმში ამოვწუროთ ის საკითხები, რომელიც დღეს დაისვა უფრო დეტალურად და სიღრმისეულად.

ეს დოკუმენტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, დღეს საუბარი გვქონდა დოკუმენტის პირველ ნაწილზე. ეს ნაწილი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც დღეს შეხვედრაზე იყვნენ დაპატიჟებული ამ საკითხებზე სასაუბროდ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს უფრო სიღრმისეულად და დეტალურად დავსხდეთ და ვისაუბროთ ყველა ამ საკითხზე, რომელიც ასოცირების ახალ დღის წესრიგშია.

ჩვენი სურვილია, აქტიურად იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება დოკუმენტის შემუშავების პროცესში და მათ მიიღონ მონაწილეობა თითოეული საკითხის განხილვაში”, _აცხადებს გიგიაძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა - იუსტიციის სამინისტრო

"დააკავეს ეს კაცი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და არა ამ საქმესთან კავშირში" _ თარგამაძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025
სამართალი

სუს-ი: კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

15:55; 27.12.2025
სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო