რიჩარდ ნიქსონი – კარგადაა ცნობილი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის საყვარელი კეტჩუპი. მისი ყველაზე საყვარელი საუზმე იყო დასრესილი ხაჭო ანანასის ნაჭრებით, რომელზეც კეტჩუპი იყო მოსხმული. გემოების ასეთ უცნაურ კომბინაციას ის საუზმის დროს აძლევდა უპირატესობას. ამბობენ, რომ სწორედ ასე მომზადებული კერძი იყო უკანასკნელი, რომელიც მან თეთრ სახლში მიირთვა.
კიმ ჩენ ირი – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდი გურმანი იყო. ის თავის წარმომადგენლებს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში გზავნიდა, რათა მოეძიათ სხვადასხვა, სულ ახალი და უცხო დელიკატესები, რომელთა შორის იყო: ხიზილალა, სხვადასხვა ჯიშის ღორის ხორცი და პაპაია. კიმ ჩენ ირის პერსონალური მზარეული კენჯი ფუჯიმოტო ყვებოდა, რომ ბრინჯის თითოეული მარცვალი საგულდაგულოდ მოწმდებოდა, რათა არ ჰქონოდა უმცირესი დაზიანება ან ნაკაწრი. კორეის ლიდერი ოცნებობდა, გაესინჯა ჰიპოპოტამის ხორცი, გველები და ობობები, რომლებიც ჩაწყობილი იქნებოდა კონიაკის ან საუკეთესო ფრანგული ღვინის სოუსში.
უინსტონ ჩერჩილი – კარგადაა ცნობილი, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩერჩილი მაგიდასთან საუბრებს. უნდა ითქვას, რომ მისი კულინარიული მიდრეკილებები ამხელდნენ მის არაორდინარულ პიროვნებას. მას უყვარდა ყველი სტილტონი (მაღალი ცხიმიანობის, დაძველებული, ნახევრად მაგარი ყველი), კიბორჩხალები, შემწვარი გარეული ფრინველი და ახალი ხილისგან დამზადებული ნაყინის დესერტი. ყოფილ პრემიერ-მინისტრს უყვარდა, აგრეთვე, ფრანგული სამზარეულო და, სანგარში ჯდომის დროსაც კი არ შეჭამდა იმას, რაც არ მოეწონებოდა.
ბარაკ ობამა – ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ტიპური ლანჩის ძირითადი საკვები სენდვიჩია. ობამა აღიარებს, რომ ეზიზღება ჭარხალი, ხოლო ბოსტნეულისგან უპირატესობას ანიჭებს ბროკოლს. მისი წინამორბედი პრეზიდენტი ბუში კი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ბავშვობიდან ვერ იტანს ვერანაირ ბოსტნეულს.
ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გაიზარდა, სადაც ყოველთვის იგრძნობოდა სურსათის ნაკლებობა და ხალხს პროდუქტისთვის გრძელ რიგებში დგომა უწევდა. მერკელი აღიარებს, რომ მას დღემდე შემორჩა მარაგის გაკეთების ჩვევა. კანცლერს უყვარს საჭმლის საკუთარი ხელით მომზადება და თავის საყვარელ კერძებად ასახელებს: მოშუშულ ბოსტნეულს, ცხარე ქაბაბს, კარტოფილის სუპსა და კალმახს, დესერტად კი – ქლიავის ნამცხვარს.