რამდენიმე დღის წინ სომხეთში ჩატარდა ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ტაილანდურ ორთაბრძოლაში. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 18 წლამდე სპორტსმენები გამოდიოდნენ.
ასპარეზობაში წარმატებულად ჩაერთვნენ ჩოხატაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები (ხელმძღვანელი თემურ ბარძენიშვილი).
ჩოხატაურელმა სპორტსმენებმა: ბესიკ შაქარიშვილმა და ნიკოლოზ თედორაძემ რთული ორთაბრძოლების შემდეგ დამსახურებულად მოიპოვეს II ადგილი.