საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კენჭისყრა არც ნოემბრის სესიაზეა გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:
"ასეთია ბოლო ინფორმაცია. ნოემბრის სესიის დღის წესრიგის პროექტი გამოქვეყნდა. დებატები, საკითხები და ა.შ. ევროპულ საბჭო და პარლამენტი დროებითი შეჩერების მექანიზმზე ჯერ არ შეთანხმებულან. მოლაპარაკების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ საკითხი დაემატოს. უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე ელჩებმა ვერ მოილაპარაკეს. საქართველოზე კომისიაც, საბჭოც და პარლამენტიც შეთანხმებულია. სლოვაკეთი ევროპარლამენტთან თანამშრომლობს. ველოდებით დროებითი შეჩერების მექანიზმს. საბჭოს განცხადების თანახმად, უვიზო რეჟიმი და გამკაცრებული რეგულაციები ერთად ამოქმედდება", _ წერს ქარდავა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.