https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„კეზერაშვილმა მითხრა ბადრი წილოსანს უნდა დაუთმო წილი თუ არადა, ამოგხოცავთო“ _ რას ედავებიან დეპუტატობის კანდიდატის ოჯახს

18:10; 28.10.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო წილოსანის მამის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გუშინ 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დავა, რომელიც დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო, დღესაც გრძელდება. საქმე 2008 წლის 17 სექტემბერს, “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” წილის 52.63%-ის 3 მილიონ ლარად წილოსანის კომპანიისთვის გადაცემას ეხება, რომელიც “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” ყოფილი მეწილეების მტკიცებით, იძულებით დაათმობინეს.

შპს “თ. ჯ. თრეიდის” გენერალური დირექტორი დავით აბრამიშვილი, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ კომპანიის თანამშრომლებსა და მფლობელებზე, 2008 წელს, ფინანსური პოლიციის მაღალი და დაბალი რგოლის თანამშრომლების მხრიდან ხდებოდა ზეწოლა, რომ “თ. ჯ. თრეიდს” თავისი წილი უნდა გადაეცა “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” კიდევ ერთ მეწილე ბადრი წილოსანზე.

წილის იძულებით გადაფორმებაზე საუბრობს “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ საყვარელიძეც, რომლის მტკიცებით, “ბადრი წილოსანის ვაჟი, ირაკლი წილოსანი დავით კეზერაშვილის ახლო მეგობარია და სწორედ ამ მეგობრობის დამსახურებით მოხდა მისთვის ქონების წართმევა”.

“ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, ღამის 8 საათიდან 12 საათამდე როგორ წაგვიყვანეს ნოტარიუსის ოფისში და იძულებით გადამაფორმებინეს ბადრი წილოსანისთვის ქონება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფიქტიური გადარიცხვა “თი ბი სი ბანკში“ არასამუშაო საათებში განხორციელდა”, _  იხსენებს საყვარელიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.

გუშინ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში დაიკითხა ნინო წილოსანის მეუღლე, ვლადიმერ აბულაძე, რომელიც 2008 წელს შპს “ვაგონშემკეთებელი ქარხნის” ფინანსური დირექტორი იყო.

როგორც აბულაძემ დაკითხვისას განაცხადა, 2008 წლის აგვისტოში, ქარხნის აქციების შესყიდვამდე ერთი თვით ადრე, მისი სიმამრისგან, ბადრი წილოსანისგან შეიტყო, რომ ის ავთანდილ საყვარელიძისგან აქციების შესყიდვას აპირებდა. ამავე წლის 17 სექტემბერს კი, წილოსანმა სთხოვა მისულიყო თი-ბი-სი ბანკში და მეთვალყურეობა გაეწია გადარიცხვაზე.

“ბანკთან ახლოს შევხვდი მამუკა დოლიძეს, გურამ რატიანს და ბადრი წილოსანს. ბადრიმ მთხოვა ბანკში გადავსულიყავი და მომემზადებინა ყველაფერი… ცოტა დიდი თანხა იყო გადასარიცხი. დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ ბადრი გადმოვიდა და გაკეთდა საგადასახადო დავალება… პირველი ტრანზაქციის შემდეგ, ერთ–ორ საათში ბადრი წილოსანი, დავით აბრამიშვილი, ბადრი ნიაური და ავთანდილ საყვარელიძე მოვიდნენ ბანკში და ამის შემდეგ გაკეთდა მეორე ტრანზაქცია“, _ განაცხადა აბულაძემ.

მოწმემ დღეს ვერ გაიხსენა თუ რა თანხა გადაუხადა აქციებში ავთანდილ საყვარელიძეს მისმა სიმამრმა და გაკეთდა თუ არა ორივე ტრანზაქცია ავთანდილ საყვარელიძის კუთვნილი შპს-ს “TG ტრეიდის” ანგარიშზე.

“3 მილიონ ლარამდე იყო გადარიცხვა. აქციების შესყიდვის თანხა ზუსტად არ მახსოვს“, _ განაცხადა აბულაძემ და დასძინა, რომ უშუალოდ პროცესში ის არ მონაწილეობდა. რაც შეეხება საყვარელიძის მიერ გაცხადებულს, რომ წილი იძულებით დაათმობინეს, აბულაძემ აღნიშნა: “იძულებით ნასყიდობა არ ყოფილა, არა მგონია. არც უცხო ხალხი, ან იარაღიანი ხალხი ყოფილა ბანკთან, არ შემინიშნავს”.

აბულაძემ დაადასტურა, რომ თი-ბი-სი ბანკში ტრანზაქციები არასამუშაო საათებში, საღამოს გაკეთდა, თუმცა რატომ დაუშვა ბანკმა გამონაკლისი, ამაზე ვერ ისაუბრა. აბულაძემ დღეს ვერც ის გაიხსენა, ვინ მოემსახურა ბანკში მათ, ეს იყო რიგითი ოპერატორი თუ ბანკის უფრო მაღალი თანამდებობის პირი. თუმცა აღნიშნა: “თი–ბი–სი ბანკის თანამშრომლებს ყველას ვიცნობ სახელებით და გვარებით. ნაცნობი რომ ყოფილიყო, გავიხსენებდი“.

აბულაძის დაკითხვისას  ბადრი წილოსანის დაცვის მხარის მოთხოვნით მოსამართლემ მხოლოდ ერთი შეკითხვა მოხსნა – რა ანგარიშიდან გადაირიცხა “TG ტრეიდის” ანგარიშზე თანხა? ამაზე წილოსანის ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმესთან კითხვას კავშირი არ აქვს.

კითხვაზე: რატომ მოხდა გადარიცხვა ორ ეპიზოდად? აბულაძემ განაცხადა, რომ მან ამის შესახებ არ იცის. ხოლო რა მიეთითა გადარიცხვის დანიშნულებაში,  არ ახსოვს.

აბულაძის დაკითხვის შემდეგ სასამართლო პროცესი ავთანდილ საყვარელიძის მხარის მიერ გამოძახებული მოწმის, ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის დაკითხვით გაგრძელდა. ყავლაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საყვარელიძის ინტერესების დამცველი იყო, მათ შორის რამდენიმე საქმეში, რომელზეც საყვარელიძეს დავები ჰქონდა წამოწყებული.

თუმცა, მოგვიანებით ავთანდილ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ყავლაშვილი სახელმწიფოსგან “მიმაგრებული ადვოკატი” იყო.

ყავლაშვილის დაკითხვა დაახლოებით 35 წუთს გაგრძელდა. დაკითხვის დასაწყისშივე მოწმემ აღნიშნა, რომ დავა რას ეხებოდა მას არ ახსოვდა და მოსამართლეს სთხოვა თავისი ახსნა განმარტება ეჩვენებინა, რომელიც საქმის მასალებში დევს.

დაკითხვის განმავლობაში ყავლაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ავთანდილ საყვარელიძეს აქციები იძულებით დაათმობინეს, თუმცა ვერ გაიხსენა, კონკრეტულად ვისგან იყო ეს იძულება და ესწრებოდა თუ არა ის შეხვედრებს, სადაც საყვარელიძე მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედებას ჩადიოდა.

დაკითხვისას ყავლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საყვარელიძეს იმ პერიოდში რამდენიმე საქმეზე დავა ჰქონდა, მათ შორის “საქართველოს რკინიგზის” წინააღმდეგ. მისივე თქმით, რკინიგზის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან გამოტანას საყვარელიძეს “სავარაუდოდ” ფინანსური პოლიციიდან სთხოვდნენ.

“სხვა გზა და გამოსავალი არ იყო, სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. არ იყო ჩემი მარწმუნებლის სურვილი საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოეტანა, მაგრამ… არ გამოვრიცხავ საგამოძიებო ორგანოებიდან ყოფილიყო ჩემთან დაკავშირება, ან მე დავკავშირებოდი მათ და მორიგება შემეთავაზებინა. თუმცა კონკრეტულად ვერ ვიხსენებ”, _ განაცხადა ყავლაშვილმა.

საყვარელიძის ინტერესების მაშინდელმა დამცველმა დაკითხვისას ვერც ის გაიხსენა, გაფორმდა თუ არა რაიმე შეთანხმება საყვარელიძესა და “საქართველოს რკინიგზას” შორის. მოგვიანებით, ბადრი წილოსანის ადვოკატმა დათო სამხარაშვილმა აღნიშნა, რომ საყვარელიძესა და რკინიგზას შორის მორიგების ხელშეკრულება გაფორმდა და ავანსად რკინიგზამ 5 მილიონი ლარი გადაიხადა.

“დედას ვფიცავარ არ მახსოვს იყო თუ არა საქართველოს რკინიგზისთვის ქარხნიდან მიწერილი წერილები. არ  მახსოვს, ტყუილს ვერ ვიტყვი”, _ განაცხადა ადვოკატმა.

ყავლაშვილმა სასამართლო პროცესზე ვერც ის გაიხსენა დასწრებია თუ არა ავთანდილ საყვარელიძის რომელიმე დაკითხვას საგამოძიებო ორგანოში.

რაც შეეხება “TG ტრეიდის” აქციების გასხვისებას, ყავლაშვილის აზრით, აქციების გასხვისების სურვილი მფლობელებს არ უნდა ჰქონოდათ, თუმცა აღნიშნა, რომ ის ამ დროს მათ ინტერესებს არ იცავდა.

ყავლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საყვარელიძის ოჯახს საქართველოში არ დაედგომებოდა.

“ჯოჯოხეთი გამოიარეს და საზღვარგარეთ იყვნენ წასულები. მათზე ზეწოლას ვადასტურებ”, _ აღნიშნა ყავლაშვილმა.

სასამართლო პროცესზე აბულაძისა და საყვარელიძის გარდა დაკითხეს შპს “ვაგონმშენებელი ქარხნის” ტექნიკური დირექტორი მამუკა დოლიძეც.

დოლიძემ დაკითხვისას აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთი თვით ადრე იცოდა, ბადრი წილოსანი ავთანდილ საყვარელიძისგან აქციების ყიდვას რომ აპირებდა.

მისივე თქმით, წილოსანი მას 17 სექტემბერს, აქციების შესყიდვის დღეს დაუკავშირდა და სთხოვა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, თი-ბი-სი ბანკთან მისულიყო.

“კარგად მახსოვს ის დღე, ჩემი დაბადების დღე იყო. ბანკში იმდენ ხანს გაგრძელდა პროცედურები, დაბადების დღე ჩამეშალა… გურამ რატიანთან ერთად ჩამოვედი მარჯანიშვილის ქუჩაზე და შევხვდი ბადრი წილოსანს. თუმცა ბანკში ჩვენ არ შევსულვართ. ბადრიმ გვითხრა აქ დამელოდეთო. ვიდექით გარეთ და ველოდებოდით. ბანკში პროცედურები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რის გამოც დაბადების დღე ვერ აღვნიშნე”, _ აღნიშნა დოლიძემ.

მისივე თქმით, დაინახა როგორ შევიდა ბანკის შენობაში ჯერ “TG ტრეიდის” დირექტორი დავით აბრამიშვილი, შემდეგ კი, ბადრი ნიაური და ავთანდილ საყვარელიძე. მხარეების მიერ დასმულ კითხვაზე, ხომ არ შეუნიშნავს უცხო, იარაღიანი პირები ბანკის შენობასთან ან ნოტარიუსთან, ხომ არ შეუყვანიათ ნოტარიუსთან ნახევრადშიშველი, საცვლებიანი მამაკაცი, დოლიძემ განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი დაუნახავს.

სასამართლო პროცესის შემდეგ, “გურია ნიუსთან” საუბრისას ავთანდილ საყვარელიძემ განაცხადა, რომ დავა, რომელსაც სასამართლო განიხილავს უპრეცენდენტოა.

“საგულისხმოა ერთი რამ, ხელისუფლებამ, რომელმაც გააგდო “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენ იძულებითი ემიგრაციიდან დაბრუნების უფლება მოგვცა, დღეს ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა იმ ბანდიტური  ჯგუფის წევრი, რასაც თქვენ დღეს აქ ისმენდით. ვითომ ეს ყველაფერი არ არსებობს. დღეს პროცესზე დაკითხული მოწმეები არიან წილოსანთან ერთად ბრალდებულები და გირაოთი გათავისუფლებულები. გარდა ამ პროცესისა, სახელმწიფო მათ 65 მილიონი ლარის მოპარვას ედავება. სწორედ, იმ კომპანიის ფინანსური მენეჯერი გახლდათ ნინო წილოსანი, რომლის მამა და მეუღლე დააპატიმრეს და მას, როგორც ქალს პატივი სცეს და  ერთი ოჯახიდან მესამე ადამიანიც არ დაიჭირეს. ასეთ ცხვრის ქურქში წარმოდგენილი მგელი ჰყავთ ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად”, _ აღნიშნა საყვარელიძემ.

 “გურია ნიუსთან” საუბრისას საყვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლა, წილების დასათმობად მოდიოდა როგორც პროკურატურიდან, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებისგანაც.

“პროკურატურა, ჩემი მაშინდელი ვითომ ადვოკატი ყავლაშვილი, წილოსანის ოჯახი, ყველა თამაშობდა ერთ თამაშს, რომ დროზე დამეთმო ეს წილი, დროზე, თორემ ამოგხოცავთო… კეზერაშვილიც მათთან ერთად, მთავარი პირია. პირველი შეხვედრა აგვისტოს ომიდან ზუსტად ერთი თვის თავზე 8 სექტემბერს შედგა; კეზერაშვილს თავის კაბინეტში შევხვდი, მაშინ  ის თავდაცვის მინისტრი იყო. მითხრა, რომ მისი მეგობრის ოჯახისთვის, ბადრი წილოსანისთვის უნდა დამეთმო აქციები, წინააღმდეგ  შემთხვევაში მე და ჩემი პარტნიორის ოჯახებს ამოგვხოცავდენ. პირველ შეხვედრაზე მარტო ვიყავი, ამის შემდეგ ჩვენ მოგვივიდა  ერთმანეთთან ძალიან სერიოზული დაპირისპირება. ეს გადაიზარდა ჩემი და მათი მხარის მუდმივ დავაში, თუმცა ჩვენ ვიყავით ცოტა და ის იყო სახელმწიფო მექანიზმი. ამას მოყვა 10-დღიანი 24-საათიანი მიყვანები ფინანსურ პოლიციაში და იქ ჩაკეტვები, ზეწოლები, ოჯახებში მივარდნები, ამის შემდეგ მოხდა  წილის გადაფორმება. მეორე დღესვე კი დაიწყეს ისეთი მოქმედებების გაკეთება, რომ ჩვენ დავეპატიმრებინეთ დამატებით. რაც გაჟღერდა დილიდანვე მეორე დღეს. ბარემ ისიც ხეხეთო…”, _ აღნიშნა საყვარელიძემ.

“_ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2010 წელს, თვითონ მათვე გააკეთეს  განცხადება, რომ ამ ქარხანას 400 მილიონ დოლარად ყიდდნენ; ამ ჩვენგან 3 მილიონად “სიხარულით” ნაყიდ ქარხანას. როცა ეს პაკეტი შევიძინეთ, ბიუჯეტში გადავიხადეთ, 6 მილიონი დოლარი. ჩავდეთ  დაახლოებით 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია, დღეს ეს აღარ ახსოვთ. ეს არის პირველი საქმე და ძალიან პრეცედენტული იქნება ქართულ სამართლებრივ სივრცეში შედეგი. მესმის, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი სადღაც მიდის, ვიღაცას მანქანა დაუბრუნეს, ვიღაცას ველოსიპედი, ვიღაცას სავაჭრო ფართი, მაგრამ ასეთი მასშტაბური დავის განხილვა ჯერ საქართველოში არ მომხდარა.

ჩვენ არ გვინდოდა გაყიდვა. რას ჰქვია ქარხანას ვალი ჰქონდა? ვალი თუ ჰქონდა რა სხვისი საქმე იყო ეგ?- მაინცდამაინც ავტომატით უნდა მომივარდე, მითხრა მაგას თავი დაანებე, არ გაისტუმრო და მე გადმომაბარეო? ლოგიკაშიც კი აცდენილები არიან; თუ ვალი მქონდა, რატომ ყიდულობდნენ ამას!”_ აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებისგან შედეგი ვერ მიიღო.

“შეიძლება პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად მიდის. მაგრამ არ ვიცი, ჩვენ დაბარებულები არ ვყოფილვართ. 2013 წლის მაისიდან უდევთ ჩვენი საჩივარი”, _ აღნიშნა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, მხარეებს დღეს სამი მოწმის გარდა სასამართლოში სხვა მოწმეები არ წარმოუდგენიათ. ამის გამო, მოსამართლე ლია ავალიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი 14 ნოემბერს, ისევ მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

გურამ ჩალაგაშვილი ნინო წილოსანის წინააღმდეგ

“ოცნების” კანდიდატის კომპანიას პროკურატურა სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავება, კერძო პირი კი _ ქონების წართმევას

გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შსს-ს აკადემიაში ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა

IRI-ს დამკვირვებლების რეკომენდაციები ცესკოს, პოლიტიკურ პარტიებს, თანამდებობის პირებს და სამართალდამცავებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო