“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის”( IRI) გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლები მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებენ. ანგარიშში გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლები ცესკოს, პოლიტიკურ პარტიებს, თანამდებობის პირებს და სამართალდამცავებს რეკომენდაციებით მიმართავენ. ანგარიში მოიცავს 9-21 ოქტომბერს პერიოდს და ასახავს საქართველოს საარჩევნო გარემოს პირველ და მეორე ტურებს შორის დროს.
”მეორე ტურის კამპანიის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაციამ -ცესკომ, საარჩევნო ოლქებმა და საარჩევნო უბნებმა უნდა შეასრულონ თავისი მოვალეობები და უფლებამოსილებები გამჭირვალედ და საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით. დამატებით, საჩივრები და განცხადებები, რომელთა რიცხვიც, ინტენსიურობა და სირთულე სავარაუდოდ გაიზრდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უნდა იყოს განხილული მიუკერძოებულად, ობექტურად, სამართლიანად და ადეკვატურად დანაშაულის მიმართ.
საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გააუმჯობესოს საარჩევნო პროცედურების ტრეინინგები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გააგრძელოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება მის პროცედურებში და განსაკუთრებით იმ ინსტრუქციების შესრულებაში, რომელიც შეეხება არჩევნების დღის პროცედურების სწორ წარმართვას. იმის გათვალისწინებით რომ ცენტარლურ საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების რაოდენობა პროცედურულ დარღვევებზე იყო საკმაოდ მაღალი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უფრო კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი უბნის გახსნის, უბნის დახურვისა და დათვლის პროცედურებში”, _ აღნიშნულია ანგარიშში.