მდინარე ბჟუჟზე ბაქრაძისა და მალაზონიას ქუჩების მიმდებარედ, ფერდის დამჭერი გაბიონებისა და მონოლითური რკინა-ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები განახლდა.
სამუშაოები ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ინფრასტურქტურის სამახურის ხელმძღვანელთან მერაბ წივიწივაძესთან ერთად მოინახულა.
გარდამავალი პროექტი, რომელსაც “ინშაათ საქართველო“ ახორციელებს, რამდენჯერმე შეფერხდა, რის გამოც ქალაქის მერიამ ხსენებული კომპანია 80 000 ლარით დააჯარიმა.
ახალი საინჟინრო გუნდის ხელმძღვანელის ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, ამინდის შემთხვევაში სამუშაოები ორი კვირის ვადაში დასრულდება.
“აღსანიშნავია, რომ მდინარე ბჟუჟის ამ მონაკვეთზე ნაპირდამცავი გაბიონი არასდროს ყოფილა. წლებია, უამინდობის დროს ადიდებული მდინარე მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “ინშაათ საქართველო“ რამდენჯერმე სერიოზული პრობლემები შექმნა, რის გამოც არაერთხელ დავაჯარიმეთ. თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიამ საქმიანობა გამოასწორა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება", _ აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ. (R)