"არ გამოვრიცხავ, რომ "რესპუბლიკური პარტია" დავით უსუფაშვილის შემდეგ სხვა წევრებმაც დატოვონ", _ ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ ფრიდონ საყვარელიძემ დატოვა. როგორც სამნიძემ განაცხადა, საყვარელიძის მიერ პარტიის დატოვების შესახებ მისთვის გუშინ იყო ცნობილი, თუმცა, პარტიის თავმჯდომარისთვის, მიზეზი უცნობია, როგორც თავად ამბობს, საყვარელიძეს "რესპუბლიკელებიდან" წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.