შუაფარცხმის საარჩევნო უბანი (ჩოხატაურის ოლქი) "ქართული ოცნების" კანდიდატმა ნინო წილოსანმა საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგო.
უბანზე მისული 295 ამომრჩევლიდან წილოსანს 221-მა დაუჭირა მხარი.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა აკაკი ჩხაიძემ 61 ხმა მიიღო, 13 ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.
შუაფარცხმის საარჩევნო უბანზე სულ 536 ამომრჩეველია რეგისტრირებული.