"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 86-ე საარჩევნო უბანზე სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით საუბრობს და ვიდეომასალას ავრცელებს.
მათი მტკიცებით, "ქართული ოცნების" აქტივისტი ზაზა ბაირამოვი ვიდეოში საუბრობს თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
"გურია ნიუსი" "ქართული ოცნების" პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულზე კომენტარს არ გააკეთებენ.
"ძალიან სასაცილოა რასაც ავრცელებენ", _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ამავე თემაზე: