“რესპუბლიკური პარტიის” უკვე ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე სოციალური ქსელით ყოფილ თანაგუნდელს, ლევან ბერძენიშვილს მიმართავს.
როგორც საყვარელიძე წერს, ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში მასთან მეგობრობა გააუქმა.
“რესპუბლიკური პარტიიდან” წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, ერთი სამასკაციან გაცილებას მომიწყობენ-მეთქი, ალბათ, 24-წლიანი ერთგული მსახურების აღსანიშნად და დასაფასებლად, მაგრამ, აგერ, ლევან ბერძენიშვილმა მეგობრებიდან წამშალა. ყოჩაღ, ლევან, ძმაო, მა-ლა-დეც. სხვებსაც დაგელოდებით, პარტიულ მეგობრებს და თანამებრძოლებს. არ მოგერიდოთ, დაუნდობლად ამომშალეთ მეგობრების სიიდან, როგორც პარტიის მტერი და მოღალატე. კომენტარები მერე იყოს”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფრიდონ საყვარელიძე.