რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმ კომპანიებს, რომლებსაც საზღვრებს გარეთ აქვთ წარმოება, შინ დაბუნებისაკენ მოუწოდა.
სანაცვლოდ პრეზიდენტი მათ შეღავათებს დაჰპირდა.
”ჩვენ ახლა უნიკალურ დროში ვიმყოფებით. ეს არის მნიშვნელოვანი შანსი, რომ ამ სამუშაო ადგილებმა სახლში გადმოინაცვლოს", _ აღნიშნა ობამამ.
საინტერესოა, რომ აშშ-ის პირველმა პირმა ანალოგიური განცხადება უკვე მეორედ გააკეთა. მან ამერიკულ კომპანიებს ერთხელ უკვე 2012 წელს მიმართა.