ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი შეიცვალა: პირველი ადგილი შვეიცარიის ქალაქმა ციურიხმა დაიკავა, ყოფილმა ლიდერმა ტოკიომ კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
აღნიშნულის შესახებ „Economist Inteligence Unit“-ის პრეს-რელიზშია საუბარი, რომელიც ყოველწლიურად უძვირესი ქალაქების სიას აქვეყნებს.
პირველ ათეულში ყველაზე მეტ ადგილს იაპონიისა და შვეიცარიის ქალაქები იკავებენ, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა იმანაც განაპირობა რომ ეს ქვეყნები არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ადგილობრივი ვალუტის გამყარებას ახერხებენ. რეიტინგში მესამე ადგილზეა ჟენევა, რომელსაც ოსაკა და ოსლო მოჰყვებიან. ათეულში, აგრეთვე, შედის პარიზი, სიდნეი, მელბურნი, სინგაპური და ფრანკფურტი.
რაც შეეხება ყველაზე იაფ ქვეყნებს, რეიტინგში 130-ე ადგილი უჭირავს ყარაჩის, რომელსაც მუმბაი მიჰყვება. რეიტინგი სამი პროდუქტის შედარებით შედგა: პური, თევზი და ბენზინი.