ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
"მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც მიდის წინ, რამდენიც შეუძლია და შემდეგ განაგრძობს გზას, რამდენიც საჭიროა. ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ უკრაინა სრულად გავათავისუფლო კორუფციული სიბინძურისგან“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც ბრიფინგზე განაცხადა სააკაშვილმა, კორუმპირებულმა ძალამ უკრაინული რევოლუციის იდეას უღალატა, მაგრამ გაერთიანებული ძალა აუცილებლად მიიყვანს ამ ბრძოლას უკრაინის სრულ გამარჯვებამდე. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა რომ ოდესის პოლიციის უფროსს, გია ლორთქიფანიძეს უფლებამოსილება ჯერ შეუზღუდეს, შემდეგ კი დევნა დაუწყეს.
„ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით და აუცილებლად დავასრულებთ ამ ბრძოლას უკრაინის სრულ გამარჯვებამდე“, _ განაცხადა სააკაშვილმა.