გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც სასულიერო პირი დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრემორფინი“ აღმოაჩნდა.
მამა გიორგი მ-სთან ერთად ვინმე ოთარ ს. აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
სასამართლომ დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. მამა გიორგის მოსამართლემ 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ პირს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასულიერო პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან არ აქვს ნებართვა რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელების.
წყარო: ნიუპოსტი