უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებას, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან მისი შედარება კორექტული არ არის
„პრეზიდენტმა პოროშენკომ კარგად იცის, რომ მე საქართველოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია და სურვილი რომ მქონოდა, ამას ვერ შევძლებდი, რადგან მე ურაინის მოქალაქე ვარ. ვინ, ვინ და მან ზუსტად იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან კორექტული არ არის. ჩემი წარმოშობით აპელირება ძალიან ჰგავს ავაკოვის და მსგავსი ფიგურების მეთოდებს, ვისურვებდი, პრეზიდენტი ამ რიტორიკაზე მაღლა იდგეს.
უკრაინაში, დაახლოებით, მაშინ ჩამოვედი, როდესაც ჩემი თანაუნივერსიტეტელი პეტრო პოროშენკო, ის მოლდოვიდან არის, მე საქართველიდან და, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ მისი, უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის. ასე რომ, ყველას მოუწევს შეგუება იმისა, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გამარჯვებას ან მარცხს არა საქართველოში, არამედ უკრაინაში ვიწვნევ. ჯერ კიდევ 6 თვის წინ უნდა დამეტოვებინა პოსტი, მაგრამ რეფორმების სანაცვლოდ პოროშენკომ დამარწმუნა, პოსტზე დავრჩენილიყავი. თუმცა, ამ ჯერზე, დანაპირებში ვერ დავრწმუნდი, ქართული არჩევნები აქ არაფერ შუაშია", _ ამბობს სააკაშვილი.