გიორგი გაბუნიასთან გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა იმ პოლიტიკურ პარტიებზე ისაუბრა, რომლებმაც ვერ გამოყენეს შანსი, შეექმნათ მესამე პოლიტიკური ძალა. როგორც მარგველაშვილმა თქვა, მათ ვერ გათვალეს, რომ არსებობს პოლიტიკურ ველზე არსებობს ძლიერი ცენტრები.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი თავის ირგვლივ მესამე ძალის შექმნას, რომელიც კონკურენციას გაუწევს "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"? _ პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
პრეზიდენტის თქმით, მომავალი გეგმები პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იქნება.
„არჩევნებზე იყო ბევრი მესამე, მესამეები, რომლებმაც არ გაიაზრეს, რა პოლიტიკური ვითარება იყო, რომ პოლიტიკურ ველზე პირველი და მეორე არსებობს, რომლებიც არიან ძლიერი ცენტრები და პარტიები. მომავალში რა გეგმები იქნება, ეს იქნება იქიდან გამომდინარე რა პოლიტიკური ვითარება იქნება“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა