სამთავრობო ცვლილებასა და პრემიერ კვირიკაშვილთან დამოკიდებულებაზე საქართველოს პრეზიდენტმა "არჩევანის ეთერში ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, არ იცის, როგორ არჩევანს გააკეთებს კვირიკაშვილი მინისტრებთან დაკავშირებით, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება კვირიკაშვილის მთავრობა, რადგან ის არის პრემიერ-მინისტრი.
,,კვირიკაშვილი არის ის, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო და არა იჭორაო პოლიტიკაზე. როგორ არჩევანს გააკეთებს ის მინისტრებთან მიმართებაში ვერ გეტყვით, ეს ფუნქციები სწორედ არის გაყოფლი, ეს პრემიერის პასუხისმგებლობაა და ამ საკითხზე ჩემსა და კვირკაშვილს შორის კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება კვირიკაშვილის მთავრობა, რადგენ ის არის პრემიერი“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.