ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები და წინასწარი შედგები განხილვის თემაა საქართველოში. ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის პოსტს დოლად ტრამპი მოიპოვეს უკვე მოჰყვა შეფასებები.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ტრამპის გამარჯვება. "მსოფლიოსთვის, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს":
"244/214 დონალდ ტრუმპმა უკვე გაასწრო ჰილარი კლინტონს და უახლოვდება საჭირო 270 "კოლეგიურ საარჩევნო ხმას" რათა გამარჯვებულად გამოცხადდეს! მისი გამარჯვების შანსები ამერიკის და მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე უკვე საგრძნობელია!
თუმცა, ტრუმპის გამარჯვება მსოფლიოსთვის შესაძლოა უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს: რუსეთის და კერძოდ პუტინის მიმართ გამოცხადებული სიმპატიები და აგრესიის შემთხვევაში ჩამოუყალიბებელი პოზიცია, ნატო და ევროპის მიმართ საკმაოდ ბუნდოვანი ხედვები, კლიმატის ცვლილებების უარყოფა, ირანთან ბირთულ იარაღის ხელშეკრულების გაუქმების დადებული პირობა, იმიგრანტების მიმართ მკაცრი ზომების დაწესება და ქსენოფობიური განცხადებები, ეს და მისი პოპულისტური და სრულიად გაუთვლადი რეაქციები კრიზისულ სიტუაციებში გახლავთ ის მცირე ჩამონთვალი იმ ფაქტორთაგან, რომლებმაც შესაძლოა საქართველოზეც იქონიოს სერიოზული გავლენა!
თან ორი წელი არც კონგრესი და არც სენატი დააბალანსებენ მის შეუზღუდავ ძალაუფლებას!, _ წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.