ამერიკის შეერთებული შტაბების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტი, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გუშინ გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტრამპმა საქართველოში ვიზიტის შედეგად მიღებული დადებითი შთაბეჭდილებები არა ერთი ამერიკული არხის მეშვეობით გააჟღერა.
"რამდენიმე თვის წინ, მე დავწერე ჩემს წიგნში, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გაიმარჯვებდა ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპი არის ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი. მას ვიცნობ 20 წელიწადზე მეტია. დეტალებზე ორიენტირებული ადამიანია, _ აღნიშნა სააკაშილმა.
მისივე თქმით ტრამპს ბათუმის პალმები განათება ისე მოეწონა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ ზუსტად ისეთივე გააკეთა ფლორიდაში:
"მაშინ მითხრა, ეს აღმშენებლობის პერიოდი, რომელიც ახლა გაქვთ, ძალიან მოკლე ვადიანია ყოველთვის და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება, სანამ გრძელდებაო. გეგონება, მართლა ზუსტად გამოიცნო, რამდენიმე თვეში ეს აღმშენებლობა დასრულდა" _ განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ტრამპს პრეზიდენტობის პოსტის დატოვების შემდეგაც შეხვდა:
"როდესაც პრეზიდენტობიდან წავედი, ნიუ იორკში ჩავედი და დამირეკა თუ არ ვცდები 2 კვირაში და თავისთან დამპატიჟა. რომ შევხვდით, მითხრა, რომ ალბათ სხვა პრეზიდენტები აღარ გირეკავენო და ხომ ხედავ მე შენ მეგობრად დავრჩი და რომ გავხდები პრეზიდენტი, მაშინაც დაგირეკავო" _ თქვა ივანიშვილმა და საქართველოს ხელისუფლება ტრამპის მიერ დაწყებული პროექტის შეჩერებაში დაადანაშაულა:
" აშენებდა ეს კაცი ამხელა ინვესტიციას ბათუმში. ეს ყველაფერი გააჩერეს და გამოაცხადეს ტრამპი საერთაშორისო აფერისტად!. ჩვენ შეიძლებოდა ერთადერთი ქვეყანა ვყოფილიყავით, სადაც იქნებოდა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირი, ნულიდან აშენებული ინვესტიცია. ახლა უყურეთ პანორამა თბილისს" _ თვქა სააკაშვილმა, რომლის განმარტებით ტრამპი "ჩვენ ქებაში სულ".