https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რეალურად არარეალური თვითმმართველობა

7:01; 19.01.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომრის სტუმარი “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტია.
იგი 1982 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ბათუმში დაიბადა. სწავლობდა ქალაქ ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 2003 _ 2007 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პროფესიას დაეუფლა. სანამ პოლიტიკური მოძრაობა “ალიანსი საქართველოსთვის” ბათუმის ორგანიზაციაში ირაკლი ალასანიას წარმომადგენელი გახდებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციაში “სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტში,”  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო.  2010 წლის 10 ოქტომბრიდან კი “ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
_ როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში შეიცვალა თუ არა თვითმმართველობის ინსტიტუტი და ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დღეს რეალურად, არარეალური თვითმმართველობა გვაქვს?
_ საქართველოს რეგიონებში დღეს პრაქტიკულად არ არსებობს თვითმმართველობა და ამას აქვს რამდენიმე ძირითადი მიზეზი: მთავარი არის ფინანსების საკითხი _ დღეს, ყველა მსხვილი გადამხდელი კომპანია, რომელ რეგიონშიც არ უნდა იყოს, გადასახადებს ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის და მუნიციპალიტეტები ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტის  ტრანსფერებით ახერხებენ ფინანსური საკითხების გადაწყვეტას. მაშინ, როცა ევროპული ქვეყნები, უკვე დიდი ხანია, ფისკალური დეცენტრალიზაციით ცხოვრობენ. ფინანსების ამგვარი გადანაწილების შემთხვევაში, რეგიონი თავად გეგმავს მისთვის საჭირო პროექტების დაფინანსებას და ადვილად ავითარებს ადგილობრივ ბიზნესს, რაც ბუნებრივია, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებსა და ზრდის ადგილობრივ შემოსავლებს. ამგვარი ფინანასური პოლიტიკა თვითმმართველობებში პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.
_ რეალური თვითმმართველობის დამყარებას პოლიტიკური ნების გამოვლენა სჭირდება?
_ ევროპული მაგალითი შემთხვევით არ მიხსენებია. იქ, სადაც ხელისუფლების დელეგირება ქვევიდან ზევით ხდება, შედეგიც სახეზეა. ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2004 წელს მოახდინა, გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს, თუმცა, აღნიშნული ვალდებულებები არ სრულდება ნაციონალური მოძრაობის პირობებში. კანონი, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც ხელისუფლება წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, სინამდვილეში არის რეგრესული. იგი ვერ იქნება ეფექტური და ვერ გადაწყვეტს რეგიონების წინაშე არსებულ პრობლემებს. გარდა კანონის უვარგისობისა, უმთავრესი პრობლემა, რომელიც თქვენს კითხვაშიც ჩანს, ეს პოლიტიკური ნებაა. დღეს საქართველოს რეგიონებს განაგებენ არა ხალხის მიერ არჩეული ლიდერები, არამედ რამდენიმე ადამიანი ცენტრალურ ხელისუფლებაში, ძირითადად ძალოვანი უწყებების პირველი პირები.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
_ უმთავრესი მიზეზი სააკაშვილის ხელისუფლების თვისებაა, არ დაუშვას ხელისუფლების გადანაწილება. მმართველი პარტია არ ენდობა თვითმმართველობების ლიდერებს და შესაბამისად, არ აძლევს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მაგალითად, ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის არცერთ წევრს, არავინ არაფერს ეკითხება _ ისინი უბრალოდ იურიდიულად აფორმებენ, რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებას. ეს, ბუნებრივია, შეურაცხმყოფელია ნებისმიერი მათგანისთვის.
_ რატომ თანხმდებიან რეგიონებში სახელისუფლებო დეპუტატები მათ მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას?
_ მათ ეუბნებიან, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მათი მომავალი პერსპექტივები ბუნდოვანი ან საშიშია. ეს არის სრული აბსურდი. მე არ ვიცი, რას გეგმავს სხვა პარტიები, მაგრამ ზუსტად ვიცი, ირაკლი ალასანიასა და თავისუფალი დემოკრატების პოზიცია _ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი, ვერავინ შეეხება. ჩვენი, “თავისუფალი დემოკრატების” ხელისუფლების პირობებში, ამის სრული გარანტი დამოუკიდებელი სასამართლო იქნება და ასევე ჩვენი პოლიტიკური ნება, საზოგადოება არ იყოს დაყოფილი და პოლარიზებული ჩვენს მომხრედ და სხვის მომხრედ. კანონის უზენაესობის პირობებში, მოქალაქეები და ბუნებრივია მათ შორის სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი იქნება თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგან. ასევე, არის სხვა კატეგორია, რომელიც ხელისუფლებისგან ამგვარ დამოკიდებულებას თანხმდება იმიტომ, რომ ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ არა ხალხის, არამედ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც არჩევნებში მათი  გამარჯვება სხვადასხვა უკანონო მეთოდებით “უზრუნველყვეს”. დღეს, რეგიონული ლიდერების დიდი ნაწილის მთავარი საზრუნავი არის არა მოქალაქეების კეთილდღეობა, არამედ მათი პოზიციების განმტკიცება პარტიის შიგნით. ის, რაც დღეს მმართველ გუნდში ხდება, პროტექციონიზმის ტიპიური მაგალითია.
_ გურიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მაღალი დონის მიგრაცია, დაცლილი სოფლები და დაუსაქმებელი ახალგაზრდობა რჩება. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა? 
_ ჩვენ კარგად ვიცით გურიის პრობლემები შესახებ. რაც შეეხება, თქვენს შეკითხვას, მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც უკავშირდება ორ ძირითად საკითხს: მძიმე სოციალურ პრობლემებს და პოლიტიკურ გარემოს. მატერიალურ სიკეთეს ბიზნესი ქმნის, იგი ასაქმებს მოქალაქეებს. დასაქმებული მოქალაქეები მომავალს გეგმავენ საკუთარ სამშობლოში და არსად წასვლაზე არ ფიქრობენ. არსებული ხელისუფლება კი ბიზნესს და ბიზნესმენს განიხილავს, როგორც საფრთხეს, რომელმაც შეიძლება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს და ფინანსები განკარგოს ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ეს კი ხელისუფლებისთვის, რომელიც არანორმალურად არის შეყვარებული ძალაუფლებაზე, ძალიან სახიფათოა. ასე რომ, ხელისუფლების აღქმით, სანამ ბიზნესმენს ფული აქვს, იგი საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც 2004-წლიდან ისინი ან ზღუდავენ ბიზნესს, ან წილებში უჯდებიან. მაშინ, როცა განვითარებული სახელმწიფოები, დიდი ხანია, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ განვითარება გინდა, ხელისუფლება მინიმალური დოზებით უნდა ერეოდეს ეკონომიკაში. რომ არსებობდეს თავისუფალი ბიზნესგარემო, ბევრი ადამიანი დააბანდებდა კაპიტალს, თუნდაც გურიაში, სადაც, სოფლის მეურნეობის ან  ეკოტურიზმის კუთხით, ასათვისებელი რესურსი ძალიან ბევრია. თქვენი კითხვიდან ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია გურია და ასევეა, საქართველოს ყველა კუთხე. ჩვენ ვხედავთ ამ ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალს. მაშინ, როცა, მაგალითად, სოფელ შემოქმედში, ლიხაურში, თუ გურიის დანარჩენ სოფლებსა და საქართველოს სხვა კუთხეებში, მოქალაქეები შევჯერდებით იმ აზრზე, რომ საჭიროა ცვლილებები, არსებული ხელისუფლების მცდელობები, ჩვენი ხმებით მოახდინოს მანიპულირება, უშედეგო იქნება, რაც მოქალაქეების გამარჯვებას ნიშნავს.
_ ანუ ირაკლი ალასანიას გუნდი არჩევნებისთვის ემზადება?
_ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა და ეს, ფაქტია.
_ თქვენ ახალი თაობა ახსენეთ, როგორ ხედავთ ახალგაზრდების როლს ამ პროცესებში?
_ ხელისუფლების ცვლილებების პროცესში, ახალგაზრდების როლი აბსოლუტურად შეუცვლელია. იქ, სადაც არ არის ახალი თაობა, არ არის სიახლე, არ არის ენერგია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ისევ ძველი, უკვე არაერთხელ ნანახი სცენარით განვითარდება. ძველ სცენარს კი ყოველთვის აკლდა სიყვარული. შეიძლება ბევრმა ეს სიტყვა პოლიტიკისთვის უცხოდ ჩათვალოს, მაგრამ მე ვარ მომხრე, ამგვარი განსაზღვრებების დამკვიდრება მოხდეს. როცა რევოლუცია ხდებოდა, მოსახლეობას ჰქონდა განცდა, რომ რაღაც ახალს, უფრო ადამიანურსა და უფრო სამართლიანს მიიღებდა, მაგრამ მოხდა პირიქით _ ყველა თაობის ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, იმიტომ, რომ პოლიტიკა გახდა უკიდურესად პრაგმატული, დაიცალა სენტიმენტებისგან და შესაბამისად, ზნეობისგან. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ, ახალგაზრდებს, გვაქვს განცდა, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, რომ ჩვენ ვართ ვალდებულნი, ვიზრუნოთ მასზე და დავამკვიდროთ ფასეულობები, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფალი ვერ შეეხება მომავალში.  მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შობა-ახალი წელი, კალანდა მოგილოცოთ თქვენ და თქვენს მკითხველს, გურიის ყველა ოჯახში ყოფილიყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5 დეკემბერი, 2025

"სახლის შეკეთებას ვერ შევძლებთ"

ლანჩხუთის საკრებულო "ნაციონალმა" წევრმა დატოვა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო