„ვართ თუ არა მზად, ვებრძოლოთ ივანიშვილს“. _ ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა:„რაღაც ნაწილს, ალბათ შეეშინდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის, მაგრამ უნდა იმუშაო შენს ამომრჩევლებზე, ამისთვის სჭიროა მუდმივი ბრძოლა, მადლობას თქმა უნდა. რას ქვია ესენი მაინც მოგვცემდნენ ხმას, ვინ გითხრათ? და თითქოს ამიტომ არ იყო მათი კონსოლიდაცია. არავინ იძლევა ასე ხმას, ეს არის ანი და ბანი პოლიტიკური პროცესის. ეს ხალხი არ არის არავის საკუთრება, არც ნაციონალური მოძრაობის და მითუმეტეს, ამ ვიწრო ჯგუფის და ერთი ორი ახირებული ადამიანის. ყველა ქვეყანაში ყველა მუშაობს თავის ამომრჩეველზე. მეორე ეს არის არცოდნა მსოფლიო კონტექსტის. ასეთი კამათი იყო კაჩინსკის პარტიაშიც. იყო ერთი ჯგუფი მოსვეტო ელემენტების, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ კაჩინსკების დრო წავიდა. ესენი მოძველდნენ, ხალხს ეშინია შურისძიების, კაჩინსკის ვარშავა არ უჭერს მხარს, ამიტომ უნდა გავწიოთ კაჩინსკები და ჩვენ უნდა ვიყოთ პარტია. პარტიის შიგნით ვერ შეთანხმდნენ და პარტიიდან გამოყარეს. ჩატარდა არჩევნები შარშან და კაჩინსკიმ აიღო აბსოლუტური უმრავლესობა მთელ პოლონეთში და მათ შორის ვარშავა, და იმ პარტიამ, რომელიც გამოეყო აიღო 1%-ზე ნაკლები. ეს არ არის წინა საუკუნის მაგალითი, ეს არის იგივე რიტორიკა და შიშები. ამიტომ თვალები გავახილოთ. შეუძლებელია რომ არ ახსოვდეთ კაჩინსკის ეს უახლესი მაგალითი.
მე არ ვაპირებ უახლოეს პერიოდში აქტიურად გადაწყვეტილებების მიღებას პარტიის შიგნით, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ მგონია, რომ ახლა ჩვენი აქტივისტების ფართო ჯგუფი ბევრად ამაყობს იმით რასაც მივაღწიეთ, ვიდრე ეს თვითგამოცხადებული ჯგუფი. იყო შეცდომები, მაგრამ უამრავი ცრუ ამბები, რომელსაც ჩემზე ჰყვებოდნენ. ცოცხების ამბავი. ჩვენ გადავწყვიტეთ ამაზე არაფერი გვეთქვა, გვეუხერხულებოდა წინა წარმატებებზე საუბარი, მაგრამ 2016-ში უკეთესად იყო საქართველო თუ 2012-ში? მმართველი გუნდი ლანძღავდა ოპოზიციას და ოპოზიცია საუბრობდა 45 ათას სამუშაო ადგილზე იმის მაგივრად რომ გეთქვა როგორ გაიბანძეს ყველაფერი.
თემა არის ის, ვართ თუ არა მზად ვებრძოლოთ ივანიშვილს. გეუბნებიან რომ ხარ მეცოცხე და ამას დედის რძესავით ირგებ იმის მაგივრად რომ უპასუხო. და გიჭირავთ პოზა, რომ ამას არ შევიმჩნევ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.