პროექტ მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ , რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია, თითქოს, ფინეთში რუსულ ოჯახებს ბავშვებს ართმევენ ტყუილია. 2 ნოემბერს, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერმა რუსულმა სააგენტომ Pravda.ru- გამოაქვეყნა დეზინფორმაცია, თითქოს ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქე სვეტლანა როცს ორი მცირეწლოვანი გოგონა წაართვა,რადგან ისინი შესაძლოა რუსეთში საცხოვრებლად გადაეყვანათ. სტატიაში მოყვანილია რუსი უფლებადამცველების შეფასებები, თითქოს ამგვარი ფაქტები რუსოფობიის გამოვლინებაა და არა მხოლოდ ფინეთში, არამედ მთელევროპაში უკვე დაწყებულია რუსული ოჯახების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ანალოგიური ბრალდებების შემცველი ინტერვიუ სათაურით: &bdquo რუსი ბავშვები-ფინეთის საკუთრება Pravda.ru-მ 2014 წლის 7 თებერვალსაც გამოაქვეყნა. ცნობილი ფინელი პროპაგანდისტი იოჰან ბაკმანი Pravda.ru-ს რედაქტორთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ხელთ ჰქონდა ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც რუსი მშობლები თავიანთი ბავშვებისთვის ძალიან საშიშები არიან. იოჰან ბაკმანი რუსეთის პრეზიდენტის,ვლადიმირ პუტინის მიერ დაარსებული &bdquo რუსული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (RISS) ოფიციალური წარმომადგენელია სკანდინავიის ქვეყნებში. ინსტიტუტი კრემლის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაა, რომელიცრუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ კრემლის პოლიტიკასა და ინტერესებს უწევს ადვოკატირებას. იოჰან ბაკმანი 2015 წელს ჩართული იყო კრემლის დეზინფორმაციაზე მომუშავე ფინელი ჟურნალისტის, ჯესიკა აროს წინააღმდეგაგორებულ ონლაინ კამპანიაში.
ფინეთის მთავრობამ დეზინფორმაცია 2016 წლის 21 სექტემბერს უარყო. ფინეთის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რუსული მასობრივი საინფორმაციოსაშუალებები პერიოდულად განიხილავენ ბავშვთა დაცვის მხრივ ფინეთის მთავრობის პრაქტიკას. ფინეთი წარმოადგენს სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლების ქმედებები ეფუძნება არა თვითნებურ გადაწყვეტილებას, არამედმოქმედ კანონმდებლობას. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფინეთში ბავშვზე ზედამხედველობის დაწესება ან მისი მშობლიური ოჯახისგან განცალკევება არ ხდება შესაბამისი საფუძვლის არსებობის გარეშე ან მხოლოდბავშვის მოქალაქეობაზე დაყრდნობით. პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ფინეთის კანონმდებლობა იცავს იმ ადამიანების პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების სერვისებს იღებენ.სწორედ ამიტომ, სპეციალური ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ამ საკითხებს კურირებენ, არ ხდება ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევებზე საჯარო კომენტარების გაკეთება.
ბავშვთა დაცვის მხრივ ფინეთის მთავრობის პრაქტიკაზე უარყოფით კონტექსტში 2016 წლის 18 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო &bdquo ფოსტალიონთან ინტერვიუში&bdquo საქართველოს დემოგრაფიულისაზოგადოება XXI -ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეც საუბრობდა. მისი თქმით,8 წლიდან ფინეთში მიღებული კანონის მიხედვით, სოციალურ მუშაკს მიეცა უფლება სასამართლოგადაწყვეტილების გარეშე მარტომ გადაწყვიტოს ბავშვის ჩამორთმევის საკითხი- პირადი მოსაზრების ან ანონიმური ზარების საფუძველზე. ამგვარი მსჯელობა საფუძველსაა მოკლებული რადგან:
ფინეთში ძალადობრივი გზებითბავშვის აღზრდა კანონმდებლობით იკრძალება. ფინეთის ბავშვთა უფლებების კანონმდებლობის საბაზისო პრინციპის მიხედვით, ოჯახის საქმეებში ჩარევისას უპირატესობა ენიჭება მაქსიმალურად რბილ მეთოდებს, რომლებიც ბავშვს ოჯახთან დარჩენის საშუალებას აძლევს.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს ან მშობლებს აქვთ ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, სპეციალურისამეურვეო ორგანოები მიმართავენ გარკვეულ ზომებს. ოჯახში, სადაც ბავშვის ჯანმრთელობას ან განვითარებას პირდაპირი საშიშროება ემუქრება, ბავშვი დაუყოვნებლივ გამოცალკევდება ოჯახისგან. ეს უკანასკნელი ზომაა დაგამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა სხვა მეთოდებით შეუძლებელია. ამასთან, თუ ოჯახი ეწინააღმდეგება ბავშვის განცალკევებას, გადაწყვეტილება მიიღება არასპეციალური სამეურვეო ორგანოების წარმომადგენლების – არამედ ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ. იმ პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, რამაც ბავშვის ოჯახიდან განცალკევება გამოიწვია – ბავშვი უბრუნდება ოჯახს.
ფინეთის ბავშვთა კეთილდღეობის ცენტრალური კავშირის ვებგვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია იმიგრანტთათვის ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემის შესახებ.
რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი ფინეთში
ბავშვებთან დაკავშირებული თემებით მანიპულირება ფინეთში რუსული პროპაგანდის კარგად ცნობილი ხერხია. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებში სპეციფიურმესიჯბოქსს იყენებს. ფინეთის შემთხვევაში, კრემლის მედიასაშუალებები ფინეთის მთავრობას ბავშვთა გატაცებაში ადანაშაულებენ, რაც რუსულ-ფინური წყვილების განქორწინებისას ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებული საკითხების პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებას გულისხმობს.
ფოტომანიპულაცია
Pravda.ru-ს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას თან ერთვის ფოტო მანიპულაცია, რომელზეც მცირეწლოვანი გოგონა და ფინეთის დროშაა გამოსახული.
ფოტომონტაჟით დამუშავებული სურათი ამ ორი ფოტოს გაერთიანებითაა მიღებული. მედიასაშუალებების მიერ ფოტომანიპულაციის გამოყენება რამდენიმე მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: პროპაგანდა, საზოგადოებაში გავრცელებული შიშებისთუ უარყოფითი განწყობების გამწვავება, პოლიტიკური ან საზოგადომოღვაწის გაშარჟება და სხვა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფოტო პირდაპირ კავშირშია სტატიის ტექსტთან და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ფინეთის მთავრობას შორის ასოციაციური კავშირის დამყარებას ისახავს მიზნად. მანიპულაციური ფოტოების გამოყენება რუსული ონლაინ მედიასივრცის გარდა, ქართულ მედიაშიც გვხვდება.
ფოტომონტაჟით დამუშავებული სურათი ამ ორი ფოტოს გაერთიანებითაა მიღებული.